მთავარი გასართობი 10 ფაქტი ყველასთვის საყვარელი ემოჯების შესახებ

10 ფაქტი ყველასთვის საყვარელი ემოჯების შესახებ

by Keti

დღესდღეობით ჩვეულებრივი ონლაინ კომუნიკაცია ძალიან მოსაწყენი და არასრულყოფილია ემოჯების გამოყენების გარეშე. წინადადების სიმბოლური ემოციების გარეშე დასრულება, ხშირად უცნაურ ტონადაც ითვლება. ემოჯები გარკვეულ ექსპრესიას, აქტივობას, ცხოველებს, ნივთებს, დროშებს და ა. შ. გამოხატავს. ეს პატარა პიქტოგრამული ფორმები ხშირად მშვენივრად გამოხატავს იმ ემოციებს, რასაც წერის დროს ვერ გავცემთ.

ემოჯები უკვე საკომუნიკაციო კულტურის ნაწილია. მათ გარეშე მარკეტინგულ ტექსტებსაც უიშვიათესად შეხვდებით. მათი გამოყენება უშუალო, პოზიტიურ და თვალშისაცემ ტონად ითვლება.

მოდით დღეს 10 ფაქტი გავიგოთ ემოჯების შესახებ! დარწმუნებულები ვართ, დაინტერესდებით და მეტის მოძიება მოგინდებათ!

ორიგინალი ემოჯის ზომა არის 12 პიქსელი.

ორიგინალი ემოჯი მთლიანი მონაცემების მხოლოდ 18 ბაიტს იყენებს.

2020 წლის სექტემბრის მონაცემებით, სიმბოლოების კოდირების 16-ბიტიანი სისტემის სტანდარტულ სიაში ემოჯის 3,521 პერსონაჟი გვხვდება.

ემოჯების შესახებ პირველი კვლევა 2017 წლის იანვარში ჩატარდა.

ტვიტერის პოსტების 50% შეიცავს ემოჯებს. 

ცრემლიანი სიცილის ემოჯი 😂 დღემდე ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი ემოციაა მთელ მსოფლიოში.

სიტყვა ,,ემოჯი” იაპონურად ნიშნავს ,,სურათის პერსონაჟს.”

მსოფლიო ემოჯების დღე 17 ივლისს არის.

ემოჯების დებიუტი გვიანი 90იანი წლების დროს შედგა.

ადამიანის ემოჯები სხვადასხვა კანის ტონებსა და ფერებში გვხვდება.

თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ემოჯებთან? მოგვიყევით კომენტარებში!