ბილ გეიტსმა ივარაუდა, თუ როგორ შეიცვლება სამყარო პანდემიის შემდეგ

by Keti Alaverdashvili

ბილ გეითსმა, Microsoft– ის წამყვანი თანამდებობების დატოვების შემდეგ, საქველმოქმედო საქმიანობა ახალი ენერგიით განაახლა. მილიარდერი ხშირად მონაწილეობს აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილ სხვადასხვა პოდკასტებში. მაგალითად, ჯერ კიდევ 2015 წელს მან იწინასწარმეტყველა, რომ კაცობრიობა სერიოზული პანდემიის წინაშე აღმოჩნდებოდა.

ცოტა ხნის წინ გეიტსი ესაუბრა მსახიობ რაშიდა ჯონსს და შეერთებული შტატების მთავარ ეპიდემიოლოგს, ენტონი ფაუცს. მათ განიხილეს ვაქცინების შექმნის პერსპექტივები და გამოთქვეს ვარაუდი, თუ როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო პანდემიის შემდეგ. ქვემოთ მოცემულია ბილ გეითსის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

კორონავირუსი

აშკარაა, რომ ვირუსი სამუდამოდ არ გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან. მაგრამ ვაქცინის გაჩენის შემდეგ მისი კონტროლი ასე თუ ისე შესაძლებელი გახდა. სავარაუდოდ, უახლოეს წლებში მხოლოდ ერთეულ აფეთქებებს ვიხილავთ. თუმცა ამ შედეგის მისაღწევად აუცილებელია, რომ მსოფლიო ქვეყნების უდიდეს ნაწილს ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეთ. ეს კი იმედია მალე მოხდება.

ონლაინ რეჟიმზე გადასვლა

პანდემიამ აჩვენა, რომ ვირტუალურ სივრცეში მრავალი საკითხის ადვილად მოგვარებაა შესაძლებელი. ჩვენი კომუნიკაციის სტილი გარკვეულწილად შეიცვალა გასული წლის განმავლობაში. ამასთან, ბილ გეიტსი ვარაუდობს, რომ ეს არამხოლოდ მუშაობაზე იმოქმედებს, არამედ მალე შეიძლება ახლობლების მონახულება ან ექიმთან კონსულტაციაც  უკვე რეგულარულად მოვახერხოთ სახლიდან.

ტექნოლოგიური ნახტომი

პანდემიის დასაწყისში კომუნიკაციის საშუალებები საკმაოდ მოუხერხებელი იყო. ახალი საჭიროებები კი გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ ეს პროგრამული უზრუნველყოფა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს კი ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს. პროგრესი გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ მრავალი ტექნოლოგია, კერძოდ, პროგრამული უზრუნველყოფა, სწრაფად დაიწყებს გაუმჯობესებას.

საცხოვრებლის ახალი მოთხოვნები

თუ სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოფისებიდან სახლში გადადის, ხალხს აღარ დასჭირდება თავიანთ სამუშაო ადგილთან ახლოს დასახლება. ბევრი აირჩევს წყნარ უბნებს ქალაქის ცენტრების ნაცვლად. ბევრს კი შეუძლია საცხოვრებლად პატარა წყნარ ქალაქებში გადავიდეს.

”თუ თქვენ სამუშაო კაბინეტზე არ ხართ მიბმული და იქ არ გიწევთ ყოველდღე მისვლა, მაშინ ძვირადღირებულ და პრესტჟულ ადგილებში ცხოვრება თქვენთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდება. უფრო მეტიც, თქვენ მოინდომებთ იქონიოთ საკუთარი სახლი ქალაქგარეთ “.

ოფისების მრავალფეროვნება

ოფისში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების გამო კომპანიებს აღარ დასჭირდებათ უზარმაზარი ფართების ქირაობა. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის უძრავი ქონების ფასებსა და შეხედულებებს. მილიარდერმა ისიც კი თქვა, რომ სხვადასხვა კომპანიებს შეუძლიათ ერთი და იმავე შენობების ქირაობა და იქ მორიგეობით მუშაობა.

მორიგი პანდემია

შემდეგი გლობალური პანდემია მხოლოდ დროის საკითხია. ამასთან, ბილ გეიტსი დარწმუნებულია, რომ ის კაცობრიობას ისეთ დარტყმას ვეღარ მიაყენებს, როგორც Covid-19. შექმნილმა ვითარებამ ბევრი რამ გვასწავლა, რომლის წყალობითაც მომავალში უფრო ეფექტურად შევძლებთ საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

”მთავარი მიზეზი, რის გამოც მომავალი პანდემიები ნაკლებად დამანგრეველი იქნება, არის ის, რომ ჩვენ მეტი პრაქტიკა გვექნება. ჩვენი ტესტირების ხელსაწყოები ბევრად უკეთესი გახდება. მეორედ ასეთი სულელები არ ვიქნებით ”, – თქვა გეიტსმა.

ცოტა ძნელია არ დაეთანხმო ბილ გეიტსის დასკვნებს. პანდემიის შემდეგ მსოფლიო, რა თქმა უნდა, შეიცვლება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკეთესობისკენ. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეგვიძლია თუ არა ვისწავლოთ მიღებული გაკვეთილი.

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შეხედულებები!

0

ასევე დაგაინტერესებთ