მთავარი რჩევები ჩაიხედეთ სარკეში და კარგად დააკვირდით თქვენს თვალებს – ისინი თქვენს ჯანმრთელობაზე მოგითხრობენ

ჩაიხედეთ სარკეში და კარგად დააკვირდით თქვენს თვალებს – ისინი თქვენს ჯანმრთელობაზე მოგითხრობენ

by guramus

თვალები რომ სულის სარკეა, უკვე ვიცით და ახლა შევეცდებით აგიხსნათ, რომ თურმე ჯანმრთელობის სარკეც ყოფილა. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ადამიანის თვალზე დაკვირვებით შესაძლებელია განვსაზღვროთ რა პრობლემა აქვს და რომელ ორგანოს აქვს ფუნქციის მოშლა. ექიმების მტკიცებით სხვადასხვა წერტილი თვალზე სხვადასხვა დაავადების მანიშნებელია.

ჯენიუსი გთავაზობთ 8 დეტალს, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. დააკვირდით თქვენს თვალებს და აუცილებლად გეცოდინებათ გაქვთ თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები.

1. “ძიძიბი” – თუ თვალზე დიდი ხნით გაქვთ შეშუპებული ადგილი, გირჩევთ ონკოლოგს მიმართოთ. 3 თვეზე მეტ ხანს თუ გაგრძელდა შეშუპება და “ძიძიბი” არ გაქრა, შესაძლოა ორგანიზმი სიმსივნის საფრთხის წინაშე იდგეს.

2. წარბიდან თმის ცვენა – თუ წარბები გცვივათ, გირჩევთ ენდოკრინოლოგს მიმართოთ. შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვალი ვეღარ ასრულებდეს თავის ფუნქციას.

3. მხედველობის დაბინდვა – ძირითადად, კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებს ჭირთ მსგავსი პრობლემები. თუ დღის უმეტეს ნაწილს მონიტორთან ატარებთ, გირჩევთ მხედველობის სპეციალური სათვალე შეიძინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ ოფთალმოლოგთან ხშირი ვიზიტი.

4. მგრძნობელობის გაზრდა – თუ გიჭირთ სინათლეზე დიდხანს ყოფნა და თვალები გიცრემლიანდებათ, გირჩევთ გამოიყენოთ თვალის ხელოვნური ცრემლი. დიდი შანსია, რომ გამომშრალი გქონდეთ თვალის ბადურა. ასევე, უმჯობესია თუ შეამცირებთ ტელევიზორის, კომპიუტერის და მობილურის მოხმარებას.

5. თვალების შეშუპება – თმის ცვენის მსგავსად, შეშუპებაც ფარისებრი ჯირკვლის ბრალია და მის ფუნქციის მოშლაზე მიუთითებს.

6. თვალის გარსის ფერის შეცვლა – თუ თვალის სითეთრემ ფერი შეიცვალა და გაყვითლდა, გაფრთხილდით. შესაძლოა საქმე ღვიძლის ფუნქციის მოშლასთან გვქონდეს. სიყვითლე სერიოზული პრობლემაა და დროულად მიმართეთ ექიმს.

7. თუ თქვენ დიაბეტი გაქვთ, გირჩევთ მიმართოთ თვალის ექიმს. დიაბეტი მხედველობის დაკარგვას იწვევს.

8. გაორებული მხედველობა – ძირითადად, გულის შეტევის დროს ხედავს ადამიანი გაორებულად. ამასთანავე, თუ ხშირად გებინდებათ და ნელნელა კარგავთ მხედველობას, გირჩევთ დროულად მიმართოთ კარდიოლოგს.