გამოიყენეთ “სოლკოსერილი” სახიდან ნაოჭების მოსაშორებლად

by Keti Alaverdashvili

“სოლკოსერილი” არის ფარმაცევტული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჭრილობების, ბზარების, დამწვრობის, მოყინვის, ქირურგიული ნაკერების სწრაფი შეხორცების დროს. მაგრამ კოსმეტოლოგებმა მას სხვა ფუნქციაც უპოვეს. ეს ძალიან ეფექტური წამალია, რომელსაც შეუძლია კანისა და ლორწოვანი გარსების ინტენსიური განახლება და აღდგენა.

როგორ მუშაობს ,,სოლკოსერილი”

“სოლკოსერილის” საოცარი თვისებები განპირობებულია ამავე სახელწოდების აქტიური ნივთიერებით. ეს ინგრედიენტი:

  • აუმჯობესებს უჯრედების ჟანგბადთან გაჯერებას;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • აჩქარებს რეგენერაციას;
  • ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას;
  • ებრძვის ანთებებს.

გამოდის, რომ “სოლკოსერილის” საშუალებით შეიძლება ნაოჭების გასწორება, გამონაყარის კვალის გაქრობა, სახის ფერის გაუმჯობესება და მისი გამკვრივება.

“სოლკოსერილი” ნაოჭების წინააღმდეგ

გამოყენების უმარტივესი გზაა ,,სოლკოსერილის” მალამოს საკმარისად სქელი ფენის წასმა სუფთა სახეზე. დაიტოვეთ 2 საათი, შემდეგ კი ხელსახოცით მოიშორეთ.

კოსმეტოლოგები კანის განახლების, გაღიავების, გამკვრივებისა და სიგლუვისთვის გვირჩევენ ,,სოლკოსერილისა” და ,,დიმექსიდის” ერთად გამოყენებას.

“Solcoseryl” + “Dimexid” = ეფექტური ნიღაბი

  1. დაიბანეთ სახე და კისერი რბილი სახის საწმენდით.
  2. “დიმექსიდი” განაზავეთ გაციებულ ადუღებულ წყალში 1: 10.
  3. დაასველეთ ბამბის საფენი მიღებულ ხსნარში. წაისვით ის თვალების, ტუჩებისა და კისრის მიდამოზე. დაელოდეთ პრეპარატის შეწოვას.
  4. “დიმექსიდით” გაწმენდილ სახეზე წაისვით სოლკოსერილის მალამო 1,5–2 მმ სისქის ფენად. გაიჩერეთ 40-60 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით, გაიშრეთ სახე და წაისვით მკვებავი კრემი.
  5. მნიშვნელოვანია! სანამ ნიღაბი სახეზე გაქვთ, მსუბუქად დაასველეთ ის წყლით, მაგალითად, სპრეის ბოთლიდან. ის მთლიანად არ უნდა გაშრეს.

შენიშვნა: არ გამოიყენოთ “დიმექსიდი” სუფთა სახით, მხოლოდ ხსნარი! აუცილებლად გაიკეთეთ ალერგიის ტესტი ორივე წამლისთვის: თითო წვეთი წაისვით იდაყვის მიდამოზე და დაელოდეთ 30 წუთს. არ უნდა გაჩნდეს ქავილი, წვა და სიწითლე.

საინტერესოა თქვენი აზრის გაგებაც ნაოჭების დროს “სოლკოსერილის” გამოყენების შესახებ. გიცდიათ? რა შედეგი აქვს? გთხოვთ, დაწერეთ კომენტარებში.

0

ასევე დაგაინტერესებთ