მთავარი ინსპირაცია რა არის სიყვარული? [ლექსი]

რა არის სიყვარული? [ლექსი]

by Keti

ეს შეგრძნებაა? ემოცია? მინიშნება? ფანტაზია?
სისუსტის ეპიზოდი, რწმენის ეპიზოდი, ჩვენი ყველაზე დაცული ნაწილის გამოაშკარავება.
ადგილი გულში, რომელსაც ვკეტავთ იქამდე, სანამ არ მეტყვი რო გიყვარვარ.

რეალურად ნამდვილი სიყვარული რთულია. ის იცვლება. სიყვარული მოგზაურობაა – ცვლილებებით დატვირთული.
ეს თამაში არ არის, ეს არც ემოციაა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ყოველდღე თავდადებით ვიღებ.
მოწვევა სამუდამო გაზიარებაზე, პირობა, რომ სულ აქ ვიქნები.
როცა ყველაზე მეტად დაგჭირდები, მუდამ ყველაზე ახლოს მოვალ.

ჩემი ხელი შენს გულზე, შენი ხელი ჩემს ხელში. სამუდამოდ დაკავშირებული ორი სული.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად იყო, მაგრამ ზოგჯერ ვიჩხუბებთ.
იმედია ბედნიერი მომენტები უფრო ხშირი იქნება. თუმცა მე არ წავალ არასდროს.
არც შენ გაგიშვებ, დღეს, ხვალ, სამუდამოდ. შენ სულ აქ იქნები.

ჩემი სიყვარულის გადაწყვეტილება ურყევია. არ აქვს მნიშვნელობა მომავალს.
ჩვენი თავგადასავალი განსაკუთრებულ დღეს დაიწყო. და გზას ყოველთვის ვიპოვით.
არ აქვს მნიშვნელობა რას გავაკეთებთ ერთად. არ აქვს მნიშვნელობა როდის მოვკვდებით.

და რა არის სიყვარული? სასაცილო მოვლენა, რომელსაც ბეჭედი აგვირგვინებს?
ეს არის ყოველდღიური შეხსენება, რომ მხოლოდ აწმყოა ჩვენს ხელში.
არ ვიცი ეს რით დავიმსახურეთ, მაგრამ უნდა გავუფრთხილდეთ. ჩემი გრძნობები ყოველთვის იპოვის შენში თავშესაფარს.
ვერავინ შეიტანს ეჭვს ჩვენს სიყვარულში. სიყვარული – ეს შენ ხარ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: