მთავარი საკითხავი რემარკისეული სიყვარულის 10 წესი

რემარკისეული სიყვარულის 10 წესი

by guramus

 

სიყვარული არ არის მოწყენილთათვის, ის მხიარულების ხვედრია. თუ მოსაწყენი ტიპი ხარ, ესეიგი განწირული ხარ – დეპრესიაში უნდა ჩავარდე, ან იფიქრო შეცვლაზე და პოზიტიური გზებით საკუთარი თავის მოდერნიზებაზე. რემარკის წიგნების კითხვა პირველი საფეხურია , იმისთვის რომ განვითარდეთ ამ მხრივაც, რათა თქვენთან საუბარი მეტად მრავალფეროვანი და ნაკლებ ერთფეროვანი გახდეს.

 

აი, რემარკისეული სიყვარულის 10 წესი.

 

  1. მე ვთვლი, ქალმა არ უნდა უთხრას მამაკაცს, რომ უყვარს…. ამაზე მისმა გაბრწყინებულმა, ბედნიერმა თვალებმა უნდა ილაპარაკონ. ისინი ყველა სიტყვაზე მეტად მეტყველნი არიან.

 

2. პრინციპები ზოგჯერ უნდა დაარღვიო, სხვაგვარად მათგან ვერანაირ ხეირს ვერ მიიღებ.

 

 

3. სიყვარული სნეულებასავით არის. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            

4. განა შეიძლება იყოს სიყვარული სრულყოფილი, თუ ყოველღამე დაძინებისთანავე ვკარგავ?

 

5. გიყვარს – ეს ნიშნავს, მასთან ერთად დაბერება გინდა.

6. ვის ესაჭიროება მორალი სიყვარულში? მორალი სუსტების მოგონილია. მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა.

 

 

7.  ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში.

8. – ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე აღარაფერს გრძნობს.
– არა, როცა უკვე აღარ უყვარს.

 

9.  აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღით ისე, როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ.

10. სიყვარული ახსნა–განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება მხოლოდ ქცევები.

 

 

D.T.