მთავარი კულინარია ოქროს რჩევა წინასააღდგომოდ: აი, როგორ მოხარშოთ კვერცხი ისე, რომ არ გაიბზაროს

ოქროს რჩევა წინასააღდგომოდ: აი, როგორ მოხარშოთ კვერცხი ისე, რომ არ გაიბზაროს

by Keti

აღდგომა მალე დგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ პასკების გამოცხობა და, რა თქმა უნდა, კვერცხის გაფორმება მოგვიწევს. ჩვენ კი დღეს კვერცხის მოხარშვის სწორ ხერხს შემოგთავაზებთ. თუ ამ წესებს მიჰყვებით, არც ერთი წითელი კვერცხი არ გაგებზარებათ.

როგორც წესი ყველაფერი გენიალური მარტივია. ამ მეთოდის წყალობით, თქვენ სააღდგომოდ თავს მოიწონებთ კვერცხის ბრწყინვალე და ორიგინალური დეკორით.

როგორ მოვხარშოთ კვერცხი გაბზარვის გარეშე

პირველ რიგში გამოიღეთ მაცივარიდან კვერცხები და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. ჩაასხით ქვაბში ცივი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მოათავსეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხები ცხელ წყალში.

დაველოდოთ რამდენიმე წუთს და შემდეგ დავაბრუნოთ კვერცხი ცეცხლზე. ამ შემთხვევაში ცეცხლი უნდა იყოს სუსტი.

ხარშეთ კვერცხი 10 წუთით. დარწმუნდით, რომ დუღილი არ არის ინტენსიური.

როდესაც კვერცხები მზად იქნება, ფრთხილად ამოიღეთ ქვაბიდან და მოათავსეთ ისინი ცივი წყლით სავსე ჭურჭელში.

ხარშვის ეს მეთოდი არა მხოლოდ ხელს უშლის ნაჭუჭის გარსზე ნაპრალების გაჩენას, არამედ გეხმარებათ კვერცხების უფრო ადვილად გაფცქვნაში.

პატარა რჩევა: ნუ მოხარშავთ კვერცხს 10 წუთზე მეტხანს, რადგან გული შეიძლება გახდეს უგემური.

ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!