მთავარი საკითხავი პატარა უფლისწული ანუ ზღაპარი დიდებისათვის.

პატარა უფლისწული ანუ ზღაპარი დიდებისათვის.

by guramus

ეს ის ნაწარმოებია , რომელიც თუ კი წუხელ არ წაიკითხე (პირობითად) , დღეს რომ წაიკითხო არ იქნება “სირცხვილი”… მხოლოდ იმაზე დაგწყდება გული, რომ აქამდე არ წაიკითხე. ყველანაირი ლოგიკით ეს წიგნი უნდა იყოს ყველა ქართველის სამაგიდო წიგნი, რადგანაც ამ მატერიალიზმით მოცული ცნობიარებისგან სრულად განიწმინდოს საზოგადოება.

 

“ბევრი რამ უნდა გადაიტანო, რომ ადამიანი გახდე.”

 

 

“სულ პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ.”

წიგნში არის საოცარი ფრაზები, რომელიც ფრანგმა მწერალმა ატტუან დე სენტ-ეგზიუპერმა უსახსოვრა კაცობრიობას.საფრანგეთში ის XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს. გადათარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე (მათ შორის ბრაილზე), მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 140 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და წარმოადგენს ყველა დროის ერთ-ერთ მოწინავე ბესტსელერს. მის თითოეულ ფრაზას შეუძლია დაგაფიქროს და ჩაგახედოს საკუთარ თავში. წიგნში ასახულ სიუჟეტს კი , ან შენი რეალური სახის დანახვაში დახმარება შეუძლია, ან ჯერ კიდევ დაულაგებელი ცხოვრების დალაგებაში მოხმარება.

“მეგობრობა ეს უპირველეს ყოვლისა სულების თანწყობა და მათი ერთობაა, ყოველგვარი მატერიალურის გავლით.”

“გიყვარდეს – ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.”

“ნამდვილი სიყვარული მაშინ იწყება, როცა გიყვარს და საპასუხოდ არაფერს ელი.”

ბევრი რამის თქმა შეიძლება და შორს წასვლა რა, ჩაღრმავება ,რაც უფრო  სასიამოვნოს გახდის წიგნს. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია თანამედროვე ფასეულობებზე, რომელშიც ადამიანი თავისუფლად ნამდვილად არ გრძნობს თავს – უბრალოდ მას ასე ჰგონია. რეალურად კი გარემოსგან შექმნილ პირობებში ადაპტირებს და თვალწინ არსებულს ვერ ამჩნევს. ყველაფრის გაგება არც არის საჭირო, მთავარია ის ძირითადი პასაჟები გავიგოთ, რაც რელურად არის ჩვენი პრობლემა. საკუთარი თავის კარგად გახდომით შევძლებთ სხვებს დავეხმაროთ.

ასევე არსებობს საოცარი ეკრანიზაცია, რომელიც 2015 წელს გადაიღეს : The Little Prince (2015)

“მიზანი გეგმის გარეშე, მხოლოდ სურვილია.”

“ვისაც მოიშინაურებ ,ვალდებული ხარ იზრუნო მასზე.”

“ეს ვარდი იმიტომ არის შენთვის ასეთი ძვირფასი , რადგანაც მთელი  ცხოვრება მას უვლიდი.”

ვისაც წიგნის წაკითვა გეზარებათ, შეგიძლიათ ანიმაციას მაინც უყუროთ ^^

“სხვისი განსჯა უფრო იოლია, ვიდრე საკუთარი თავის.”

D.T.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: