მთავარი რჩევები მოვემზადოთ აღდგომისთვის: რამდენი კვერცხი შეიძლება მივირთვათ ერთ დღეში

მოვემზადოთ აღდგომისთვის: რამდენი კვერცხი შეიძლება მივირთვათ ერთ დღეში

by Keti

მეცნიერთა აზრი კვერცხის სარგებლობისა და საშიშროების შესახებ მუდმივად იცვლება. ზოგი კვერცხს ორგანიზმისთვის შეუცვლელ პროდუქტად თვლის, ზოგი კი პირიქით, არასასურველად… რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში: შევზღუდოთ მათი გამოყენება თუ გამოვრიცხოთ დიეტიდან?

დღეს დიეტოლოგების უმეტესობის აზრი ასეთია: ყველამ უნდა ჭამოს კვერცხი, გარდა დიაბეტისა და ალერგიის მქონე ადამიანებისა. დაე, ამ წინასააღდგომო პერიოდში გავიგოთ, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი კვერცხის ჭამა და რა დოზები უნდა დავიცვათ.

1. ცილის წყარო

კვერცხის ცილას თითქმის მთლიანად ითვისებს სხეული. მისი მიღება საჭიროა კუნთების ზრდისთვის.

ასევე, დღეში მხოლოდ ერთი კვერცხის ჭამა დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. მაღალი ცილების მქონე საკვები სხეულს აძლიერებს და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. მადის შესამცირებლად, დიეტოლოგები გირჩევენ კვერცხის ჭამას დილით.

2. ვიტამინების ბომბა

ერთი კვერცხი შეიცავს A ვიტამინის 5%-ს და D ვიტამინის ყოველდღიური ღირებულების 10%-ს. ეს პროდუქტი ასევე შეიცავს თუთიას, იოდს, რკინას, რეტინოლს, ფოსფორს და რიბოფლავინს.

მიირთვით კვერცხი, თუ გსურთ თქვენი თვალები ჯანმრთელი იყოს. კვერცხი მდიდარია ანტიოქსიდანტი ლუთეინით, რაც ამცირებს ბადურის გადაგვარების რისკს. ხოლო ვიტამინი A ხელს უშლის მხედველობის დაქვეითებას და სიბნელეში მხედველობის დაბინდვას.

3. ტვინის აქტივობის გაუმჯობესება

კვერცხში შემავალი ქოლინი წარმოუდგენლად სასარგებლოა ტვინის მუშაობისთვის. ქოლინი ხელს უწყობს მეხსიერების და შემეცნების გაუმჯობესებას.

4. ძლიერი ძვლებისთვის

ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. ითვლება, რომ ცილოვანი საკვები ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალციუმის გამოყოფას. მაგრამ კანადელმა ოსტეოპოროზის ასოციაციის მკვლევარებმა აჩვენეს, რომ რეკომენდებული რაოდენობით მიღებული პროტეინი არანაირად არ მოქმედებს ამ პროცესზე. დღეში ერთი კვერცხი სხეულს არ დააზარალებს!

5. ათეროსკლეროზის რისკის შემცირება

ბევრ ჩვენგანს სმენია, რომ კვერცხის ჭამა არ შეიძლება, რადგან ის სისხლში ქოლესტერინის დონეს ამაღლებს. სინამდვილეში, კვერცხში ქოლესტერინი დაბალანსებულია ფოსფატიდებით. ისინი ხელს უშლიან სისხლძარღვებში იმ ნადების წარმოქმნას, რომელიც ათეროსკლეროზის განვითარების მიზეზია.

კვერცხი უდავოდ ჯანმრთელი პროდუქტია. დღეში მხოლოდ ერთი კვერცხის მირთმევაც საკმარისია, რომ კარგად იგრძნოთ თავი!

და თქვენ რამდენ კვერცხს მიირთმევთ დღეში? გაგვიზიარეთ კომენტარებში!