მთავარი კულინარია ვხარშავთ კვერცხს ისე, რომ სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს

ვხარშავთ კვერცხს ისე, რომ სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს

by Keti

ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ჩვევა, რომელიც წელს ოჯახის ყოველდღიურობაში შევიტანე (არ დავმალავ, ამით ძალიან ვამაყობ) – საუზმეზე მოხარშული კვერცხის მირთმევაა. დროის დაზოგვის მიზნით კვერცხს საღამოს ვამზადებ.

მაგრამ როგორ უნდა მოხდეს კვერცხის მოხარშვა, რომ პროდუქტმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები, მე ცოტა ხნის წინ გავიგე.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ თერმული დამუშავების დროს პროდუქტი კარგავს თავის კვებით, ვიტამინურ და ზოგჯერ გემოვნურ თვისებებსაც კი. გამონაკლისი არც ქათმის კვერცხია. მაშ, მოვაგვაროთ ეს საკითხი.

როგორ მოხარშოთ კვერცხი საუზმეზე

ჩაასხით ქვაბში ცივი წყალი. ჩაყარეთ მასში რამდენიმე ნედლი კვერცხი. დადგით ჭურჭელი მაღალ ცეცხლზე, მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე. ახლა მოდის მთავარი ნაწილი!

როგორც კი წყალი ადუღდება, ცეცხლი მთლიანად გამორთეთ და ქვაბს თავსახური დააფარეთ. წყალი შიგნით თბობას გააგრძელებს, რაც საშუალებას მისცემს კვერცხებს კიდევ მეტად მოიხარშონ.

თავდახურულ ქვაბში გაჩერების დრო: 3 წუთის შემდეგ კვერცხი თოხლოდ იხარშება, 6 წუთის შემდეგ უკვე შედარებით მყარია, 14 წუთის შემდეგ კი მაგრად მოხარშული ხდება.

შესანიშნავი საუზმე

იმისათვის, რომ კვერცხი ადვილად გაფცქვნათ, გირჩევთ მოხარშვის დროს წყალში დაამატოთ 0,5 ჩ / კ. მარილი. ამოიღეთ მზა კვერცხები ცხელი წყლიდან და დაასხით ცივი წყალი.

ამრიგად, თუ კვერცხს ხარშავთ არა მდუღარე წყალში და თანდათანობით ამცირებთ ტემპერატურას, ის ინარჩუნებს ყველა კვების თვისებას და ვიტამინს. უფრო მეტიც, ის ასევე განსხვავდება კლასიკური წესით მოხარშული კვერცხისგან და უფრო გემრიელი გამოდის.

ამ გზით კვერცხის მოხარშვისას მთავარია ყურადღებით იყოთ. უნდა გქონდეთ დრო, რომ დაიჭიროთ დუღილის მომენტი და დროულად ჩააქროთ ცეცხლი.

თქვენ როგორ ამზადებთ კვერცხს? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და გემოვნება კომენტარებში!