მთავარი რჩევები გავიცნოთ იმ ქალების საიდუმლოებები, რომელთაც ყოველთვის აქვთ დამატებითი ფული

გავიცნოთ იმ ქალების საიდუმლოებები, რომელთაც ყოველთვის აქვთ დამატებითი ფული

by Keti

ყველას სხვადასხვანაირად ესმის ფრაზა “მდიდარი ქალი”. თუ ამ დროს დაუყოვნებლივ წარმოიდგინეთ ბეწვის ქურთუკში გამოწყობილი ქალბატონი, უახლესი მოდელის iPhone-ით, მაშინ შესაძლოა სამყაროს თქვენეული აღქმა დამახინჯებულია.

სიმდიდრეზე საუბრის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარე სურათი, რომელიც მხოლოდ თვალებს აძლევს სტიმულს, არამედ პიროვნების არსი.

ამიტომ, დღეს ვისაუბრებთ იმ ქალების ჩვევებზე, რომლებმაც იციან თავიანთი ფულის ფასი. მდიდარი ხომ ის არაა, ვინც ბევრს შოულობს, არამედ ის, ვინც ოსტატურად განაგებს საკუთარ სახსრებს.

1. არავითარი სპონტანური შესყიდვები 

სპონტანური საყიდლები ნებისმიერი სქესის ყველაზე ცუდი ჩვევაა. გადის მთელი თვე და ვერ იგებთ სად წავიდა ხელფასი. ჩვენ გირჩევთ გააკეთოთ შემდეგი:

თუ რამე ნივთი მოგწონთ, უბრალოდ გადაუღეთ სურათი ფასის ნიშანს და დატოვეთ მაღაზია. საღამოს და დილით გადახედეთ ამ ფოტოს. თუ მეორე დღეს კვლავ დარწმუნებული ხართ, რომ გჭირდებათ, მაშინ დაბრუნდით და იყიდეთ.

უმეტეს შემთხვევაში, მეორე დღესვე მიხვდებით, რომ ეს ნივთი დიდად არ გჭირდებოდათ. ეს სრულყოფილი დაცვაა სპონტანური შესყიდვებისგან.

2. ნუ იჩქარებთ ყიდვას

თუ თქვენ იპოვეთ თქვენთვის ნამდვილად საჭირო, მაგრამ არა სასწრაფო რამ, მაშინვე ნუ იჩქარებთ მის შეძენას. ჩამოწერეთ ამ ნივთის რეალური ფასი, შეამოწმეთ იგი სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში. შემდეგ კი დაელოდეთ, იქნებ ფასდაკლება შეეხოს.

სავარაუდოდ, ფასდაკლებით მნიშვნელოვან თანხას დაზოგავთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მნიშვნელოვანია თქვენი საწყისი ფასის სადმე ჩაწერა. იმის გამო, რომ ბევრი არაკეთილსინდისიერი მაღაზია უბრალოდ ახდენს საფასურის გადაწერას ისე, რომ ქმნის ფასდაკლების სახეს.

3. რეგულარული დანაზოგი

ბევრ მობაილ ბანკს აქვს დანაზოგის შექმნის შესაძლებლობა. მაგალითად, შეგიძლიათ შეამციროთ თანხა თითოეული შესყიდვისთვის და დაამატოთ სხვაობა ვირტუალურ ყულაბას. ან უბრალოდ ცალკე გადაიხადეთ ყოველთვიურად შემნახველ ბარათზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს მოქმედება უნდა იყოს რეგულარული.

4. დააფასეთ თქვენი დრო

ფრაზა “დრო ფულია” ალბათ უკვე გსმენიათ. როდესაც ვმუშაობთ, ჩვენს დროს ფულად ვაქცევთ. ეს მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ 20 წლის განმავლობაში არ ვიმუშაოთ უიმედო ადგილას – დაბალი ხელფასით. არასოდეს შეგეშინდეთ რაიმეს შეცვლის. იმის გეშინოდეთ, რომ მთელი ცხოვრება ასე იცხოვრებთ.

5. ზოგჯერ ჯობია არ იმუშაო, ვიდრე იმუშაო

თქვენი ჯანმრთელობის განადგურება ძალიან ადვილია. არც ერთი სამუშაო და არც ერთი თანხა არ ღირს თქვენს გადაწვად. თავს მდიდრად მხოლოდ მაშინ იგრძნობთ, როდესაც რეგულარულად იზრუნებთ საკუთარ თავზე.

ნუ გადადებთ თქვენთვის სასურველ შვებულებას. მოინახულეთ სპა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით. დაისვენეთ სამუშაო დღეს და გაისეირნეთ სადმე. ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ მარტო ყოფნა.

თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს სახსრების მართვის საკუთარი გზები აქვს. ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!