მთავარი საკითხავი მომავლის მოდა: რა შეიცვლება პანდემიის შემდეგ?

მომავლის მოდა: რა შეიცვლება პანდემიის შემდეგ?

by Keti

გახსოვთ, როგორ სტილი იყო წარმოდგენილი 2050 მოდის ჟურნალებში? გოგონები რობოტებს ჰგვანან, ბიჭებმა არ იციან ვინ არიან. როგორც ჩანს, ფანტაზიის წარმოსაჩენად საზღვრები აღარ იარსებებს. მაგრამ ეს შეიძლება ილუზიაა. პანდემიამ ფაქტიურად ყველა პროგნოზი შეცვალა და ახლა მომავლის მოდა უფრო ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

მომავლის მოდა

გაჭიანურებულმა საკარანტინო რეჟიმმა ახალი ღირებულებები წარმოშვა. ეს კი ნაყოფიერი თვითიზოლაციის ნიადაგზე გაიზარდა. როგორც ჩანს, გოგონებს რობოტულ კოსტუმებში ვერ ვიხილავთ! მაშ, როგორ იქნება ახლა ეს ყველაფერი?

დისტანცია

წინა ოცი წლის განმავლობაში საქმე გვქონდა ნათელი მაკიაჟის, მგზნებარე სუნამოების, მოდური თმის სტილისა და ძვირფას სამკაულების ტრიალთან. ეს ახლო კონტაქტების რიცხვს ზრდიდა. ახლა, დისტანცია და ჰიგიენა პირველ ადგილზეა.

მომავალში მოდაში ნაკლებად იქნება ქალის მაქმანიანი თეთრეული, მჭიდრო კაბები და ღრმა დეკოლტე.

მოკრძალება

პიჟამო და კომფორტი. აი, რა იქნება ტენდენციური. მას შემდეგ, რაც ახლა სახლში ვსხდებით და ერთ ადგილას ვმუშაობთ, პირველ ადგილზე კომფორტი დგას. ასევე აღსანიშნავი ის არის, რომ ცოტა ადამიანს თუ სურს დაუბრუნდეს სამუშაო ადგილებს, რადგან სახლის ატმოსფერო უსაფრთხოებისა და კომფორტის სრულ განცდას იძლევა.

სხვათა შორის, ამ მხრივ, ჩვენ უნდა ველოდოთ გარკვეულ ცვლილებებს პოდიუმზე: ვინაიდან დივნებსა და სავარძლებზე ვცხოვრობთ, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ფიგურებზე. ახლა ამაზე ფიქრი საშინელია, მაგრამ ათი წლის შემდეგ სხეულის ახალი ფორმები ნორმად იქცევა და შემდეგ იგი მთლიანად გადაიქცევა სილამაზის კანონებად. ტანსაცმელი კი გახდება მოკრძალებული.

ბრენდები

დაიწყება ბრენდების გავლენის შემცირება, რადგან ოფიციალური ტანსაცმელი პრაქტიკულად არასაჭირო გახდება. ხოლო რაც დარჩება, მისი ფასი გაიზრდება. ასევე, ბრენდებს ისიც ხევს უკან, რომ სოციალური და საზოგადოებრივი ღონისძიებების რაოდენობა მცირდება. ჩვენ ვხედავთ, როგორ გადაიდო ფესტივალები და ოლიმპიადები.

ასევე შემცირდება გლამურული სტილისადმი მოთხოვნა. ჩვენ კერძო წვეულებების ეპოქაში ვართ, სადაც მოდური კოსტიუმები გაცილებით ნაკლებ ყურადღებას იქცევს.

შინაარსი

ჩვენ უფრო უკეთ გავეცნობით ტანსაცმელს. ამის თვალსაჩინო მაგალითია ონლაინ შოპინგი, რომელმაც უკვე გვასწავლა, როგორ ავირჩიოთ სწორი საგნები. იზრდება ჩვენი აბსტრაქტული აზროვნებაც, რადგან ეს ყველაფერი კარგად უნდა “შევათვალიეროთ”, სანამ შევიძენთ. ეს სინამდვილეში კარგი ჩვევაა და დაე, დარჩეს.

რომ შევაჯამოთ, კონცეპტუალური სიახლეების ტალღა გველოდება. ჩნდება საგნები, რომელთა ტარება ან გამოყენება სხვადასხვა გზით შეიძლება. და, ალბათ, გვექნება ახალი აქსესუარები, რომლებიც გააერთიანებს ყველა ამ ფორმას.

მომავლის მოდა

ათი წლის შემდეგ ყველაფერს ვნახავთ! როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ერთ რამეში ვართ დარწმუნებული – მოდა და სტილი არსად გაქრება. ისინი უბრალოდ დაიწყებენ განვითარებას ალტერნატიული მიმართულებებით და ზოგიერთი ნაბიჯის პროგნოზირება ახლავე შეიძლება.

მომავლის მოდა, როგორც ჩანს, ახლა სარკედან გვიყურებს. რა უნდა ვქნათ? სამყარო მოულოდნელად და სწრაფად იცვლება. ამიერიდან სულ ასეც იქნება.

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: