მთავარი ჯანმრთელობა წელის და ზურგის ტკივილი ეგრევე გაგიქრებათ, თუკი ,,დათვის სიარულს” დაიწყებთ

წელის და ზურგის ტკივილი ეგრევე გაგიქრებათ, თუკი ,,დათვის სიარულს” დაიწყებთ

by Keti

თითოეული ადამიანი ეძებს თავის გზას ტონუსის შესანარჩუნებლად. ზოგი “ორშაბათიდან იწყებს”, ზოგი კვლავ ცდილობს დარბაზში სიარულს, ზოგს კი ,,დათვივით” დადის. სხვათა შორის, მოდით ამაზე ვისაუბროთ. იქნებ ეს არის ზუსტად ის ვარიანტი, რაც თქვენ გჭირდებათ.

ნამდვილად ეფექტურია ეს მეთოდი? ნამდვილად შეგვიძლია ეს ერთჯერადად დავადგინოთ? ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი მკითხველის გამოცდილება მოგიყვეთ.

,,დათვის სიარული”

პირველ რიგში, იხილეთ ინსტაგრამის გვერდზე, თუ რაზე გვაქვს საუბარი.

როგორც აღმოჩნდა, ,,დათვი სიარულის” ტექნიკა არ არის ახალი და დიდი ხანია გამოიყენება. უბრალოდ, ყველამ არ იცის მის შესახებ. მას კიდევ რამდენიმე სახელი აქვს. მაგალითად, “ეგვიპტური ტექნიკა” ან “ჩინური სიარული”. ასე რომ, თუ მსგავსი რამ ადრეც გინახავთ, ესე იგი, ბევრი ადამიანი იყენებს მას.

მთავარი კითხვა არის, თუ რატომ უნდა ვიაროთ ასე და რისთვის არის ეს საჭირო? ჩვენი მკითხველი გვარწმუნებს, რომ ამ ტიპის სიარული შეიძლება სასარგებლო იყოს საჭმლის მონელებისთვის. ,,დათვის სიარული” ამშვიდებს გონებას, ხოლო გულს და სისხლძარღვებს მსუბუქად ტვირთავს. არანაირი უკუჩვენება არ არსებობს.

კიდევ რა ბონუსის მიღება შეგიძლიათ ამ სიარულიდან? ეს საკმაოდ კარგი სავარჯიშოა დასუსტებული კუნთების, გამძლეობის მომატების, მობილობის განვითარების უნარისა და ზოგადად, სხეულის გაჯანსაღებისთვის. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სწორი ტექნიკა.

გთავაზობთ, სცადოთ მხოლოდ ერთი ვარჯიში, რომელიც ძალიან ეფექტურია:

  1. დაიწყეთ მსუბუქი მოძრაობებით, თავს ნუ გადაიტვირთავთ.
  2. დასაწყისისთვის, დადგით ოთხივე კიდურზე. მკლავები და ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ, ფეხები მოხარეთ.
  3. ახლა თქვენ უნდა შეეცადოთ მაქსიმალურად ასწიოთ მენჯი. ამავე დროს, მიზანშეწონილია ზურგის სწორად შენარჩუნება და არა თაღოვანი პოზა. თუ ამ ეტაპზე შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ბალანსი, პირდაპირ გააგრძელეთ ვარჯიში.
  4. ერთდროულად გადადგით ნაბიჯი მარჯვენა ხელითა და მარცხენა ფეხით. შემდეგ ნაბიჯი მარცხენა ხელით და მარჯვენა ფეხით. ეს არის დათვის სიარული.

იხილეთ ვიდეო

არ არის საჭირო აჩქარება; რამდენიმე ნაბიჯი საკმარისი იქნება პირველი ცდისთვის. დაიწყეთ ათი ნაბიჯით. შეიძლება ამისთვის სულ ოცდაათი წამი დაგჭირდეს. თანდათან გაზარდეთ ტემპი და ხანგრძლივობა. ჩვენი მკითხველი ამ მეთოდით ხუთი წუთის განმავლობაში დადის და აცხადებს, რომ ვარჯიში მისთვის ასი პროცენტით ეფექტურია. ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, რომ არ გვჯეროდეს!

რჩევა

თავის მხრივ, ჩვენ კვლავ გვინდა გავაფრთხილოთ. ცხადია, ეს ვარჯიში რთული იქნება ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც შეიძლება ჰქონდეს სახსრების ტკივილი. უმჯობესია არ გარისკოთ და ყველაფერი ფრთხილად გააკეთოთ, ან თუნდაც ექიმებისგან ნებართვა ითხოვოთ. ამ ვარჯიშს მცირე დატვირთვა აქვს, მაგრამ ამას მაინც დატვირთვა ჰქვია.

თქვენ თუ გიცდიათ ეს ვარჯიში? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: