მთავარი ჯანმრთელობა ეს სწრაფი ტესტი გეტყვით თქვენს რეალურ ბიოლოგიურ ასაკს

ეს სწრაფი ტესტი გეტყვით თქვენს რეალურ ბიოლოგიურ ასაკს

by Keti

ბიოლოგიური ასაკი ადამიანის ორგანიზმის ნამდვილი ასაკია. ეს გვიჩვენებს თუ რეალურად რამდენი წლისაა ადამიანი, ციფრების მიუხედავად. როგორც წესი, ადამიანის სხეულის წლოვანება არ ემთხვევა კალენდარულ ასაკს – ის ან მეტია, ან ნაკლები და გამომდინარეობს ფიზიკური გამძლეობიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან.

ფიტნეს ბლოგერების თქმით, საკმაოდ ადვილია ბიოლოგიური ასაკის დადგენა მარტივი ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით. ამისთვის ერთგვარი სავარჯიშო ტესტები არსებობს.

ბიოლოგიური ასაკის დასადგენი ტესტი

ამ ტესტის წყალობით, თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ რომელი ბიოლოგიური ასაკისთვის ხართ შესაფერისი. დავალებების შესრულებამდე აუცილებლად გახურდით. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, მიმართეთ ექიმს.

#1 ზურგის მოქნილობა

მოათავსეთ ფეხები მხრის სიგანეზე და მუხლები არ მოხაროთ, შეეცადეთ ხელებით მიაღწიოთ იატაკს. თუ ხელის გულებს იატაკზე დადებთ, ესე იგი, 20 – დან 25 წლამდე ხართ. თუ უბრალოდ იატაკს თითებით შეეხებით – ესე იგი, 25–38. მაგრამ თუ საერთოდ ვერ მიაღწევთ ხელებით იატაკს, თქვენი ბიოლოგიური ასაკია 50 წლიდან.

#2. აზიდვა

მოათავსეთ ხელები იატაკზე მხრის სიგანეზე ან ოდნავ განზე. გაამყარეთ ფეხები ისე, რომ მუხლებით არ შეეხოთ იატაკს. ჯანმრთელი ქალისთვის აზიდვების ნორმა წუთში 15-ზე მეტია. რაც უფრო ნაკლებია აზიდვა, მით მეტია ბიოლოგიური ასაკი.

#3 პლანკა

იდაყვებით იატაკზე დადექით და ზურგი და ფეხები დაჭიმეთ. ისევე როგორც აზიდვებისას, მუხლები არ უნდა ეხებოდეს იატაკს. ამ პოზიციაზე მინიმუმ ერთი წუთით დადგეთ. მაგრამ 30 წამი ასევე კარგი შედეგია. ეს შეესაბამება 25 წლის ბიოლოგიურ ასაკს. რაც უფრო ნაკლებ დროს გასტანთ, მით უფრო დიდია თქვენი ასაკი.

#4 ,,მაკრატელა”

დაწექით იატაკზე, ხელები დაიწყეთ თავქვეთ. ახლა ეცადეთ მარჯვენა იდაყვი მიიტანოთ მარცხენა მუხლთან. შემდეგ კი პირიქით. ახალგაზრდა სხეულმა ერთ წუთში, 45 ასეთი მოძრაობა უნდა შეძლოს.

#5 ,,სანთელი”

ამ ვარჯიშის გასაკეთებლად საჭიროა ზურგზე წოლა და ფეხების მაღლა აწევა. დაიჭირეთ წელი ხელებით და ამ მდგომარეობაში გაჩერდით ერთი წუთი. წარმატების შემთხვევაში თქვენი ბიოლოგიური ასაკი 25 წლის იქნება. 30 წამიდან – 40 წლის. 30 წამიდან კი 60 წლამდე.

ფიტნეს ბლოგერმა, რომელმაც ეს ტესტი მაყურებელს გააცნო, მაშინვე გააფრთხილა ისინი, რომ მისი შედეგების ცალსახად და კატეგორიულად მიღება არ შეიძლება. ყოველივე ამის შემდეგ, თქვენ მაინც შეიძლება იყოთ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში, მაგრამ პრობლემები გქონდეთ, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან ან გულის მიდამოსთან. ამიტომ, ბიოლოგიურ ასაკზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კუნთების, არამედ მთლიანად ორგანიზმის მდგომარეობა. გვეთანხმებით? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: