მთავარი ჯანმრთელობა სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

by Keti

ადრეული ასაკიდანვე ვიცით, რომ სტაფილო ძალიან სასარგებლოა. ბებიებმა ასევე გვითხრეს, რომ მისი მირთმევა აუმჯობესდებს მხედველობას. სინამდვილეში, ეს ბოსტნეული არა მხოლოდ თვალებისთვის არის კარგი.

სტაფილოს სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისათვის მისგან ამზადებენ ახალ წვენს, რომელიც, პირველ რიგში, უკეთესად და სწრაფად შეიწოვება, ვიდრე თვით ბოსტნეული, მეორეც, იგი შეიცავს სასარგებლო კონცენტრაციის მქონე ნივთიერებებს.

ჩვენ შევადგინეთ 7 დამაჯერებელი მიზეზი, რომლებიც, სავარაუდოდ, დაგარწმუნებთ, რომ ყოველდღე დალიოთ მცირე რაოდენობით სტაფილოს წვენი. ის უნდა მიიღოთ კურსით: 2 კვირა სვამთ – 4 კვირა ისვენებთ!

რატომ არის სასარგებლო სტაფილოს წვენი?

1. აძლიერებს იმუნიტეტს

დასუსტებული იმუნური სისტემისთვის, ალბათ, სტაფილოს წვენზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვიტამინებს: C, A, PP, E. სასმელი, ზრდის იმუნიტეტს და ორგანიზმი ნაკლებად ავადდება.

2. ხელს უშლის გულის დაავადებების განვითარებას

ბეტა-კაროტინი, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება სტაფილოს წვენში, ახდენს გულის კუნთის მუშაობის ნორმალიზებას.

3. აუმჯობესებს მხედველობას

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას. და ყველაფერი A ვიტამინის წყალობით, რომელსაც შეუძლია თვალის ზოგიერთი დაავადების პრევენცია.

4. ახდენს კიბოს პრევენციას

მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ სტაფილოს წვენის მიღება ამცირებს ძუძუს, ფილტვისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. სტაფილოს წვენი აფერხებს უჯრედების ჟანგვის პროცესებს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, ანელებს დაბერების პროცესს.

5. დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე

თუ თქვენი კანი მშრალი და მგრძნობიარეა, მასზე ხშირად ჩნდება ქერცლი და წითელი ლაქები, ეს ნიშნავს, რომ სხეულს აკლია ვიტამინი. სტაფილოს წვენი იცავს კანს უარყოფითი გარემო ფაქტორებისგან და ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას.

6. აძლიერებს ნერვულ სისტემას
სტაფილოს წვენი კიდევ ერთი საშუალებაა თქვენი ნერვების დასამშვიდებლად. წვენი კარგია დაღლილობის, ნერვული გადატვირთვის, ემოციური დარღვევების, ჰიპერტენზიის და სტრესის დროს.

7. ხელს უწყობს ღვიძლის აღდგენას
ორგანიზმის გასაწმენდად და დეტოქსიკაციისთვის საჭიროა დალიოთ მცირე რაოდენობით სტაფილოს წვენი. მაგრამ ამავე დროს, სასურველია მას მცირე რაოდენობით არაჟანი ან ნაღები დაამატოთ. ცხიმში ვიტამინი A უკეთესად შეიწოვება.

ამ წვენის სარგებლობის მიუხედავად, არ უნდა მიიღოთ იგი შეუზღუდავი რაოდენობით. ის არც ყველა ადამიანმა უნდა დალიოს. თუ გაწუხებთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი, ჰიპერციდულობა, უარი თქვით სტაფილოს წვენზე. შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებმა კი მიღებამდე აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

სტაფილოს წვენი შეგიძლიათ დალიოთ არა სუფთა სახით, არამედ სხვა ბოსტნეულისა და ხილის წვენებთან ერთად: ნიახური, ჭარხალი ან ლიმონი.

უამბეთ თქვენს მეგობრებსაც სტაფილოს წვენის სარგებლობის შესახებ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: