მთავარი ჯანმრთელობა სტრესული და დამღლელი დიეტა საჭირო არ არის. აი, როგორ უნდა მიიღოთ წყალი წონაში დასაკლებად

სტრესული და დამღლელი დიეტა საჭირო არ არის. აი, როგორ უნდა მიიღოთ წყალი წონაში დასაკლებად

by Keti

ბევრი დიეტოლოგი თანხმდება, რომ წონის დაკლება შეგიძლიათ მხოლოდ წყლის სწორად დალევით. ზედმეტი კილოგრამების მოშორების ამ გზას არაფერი შეედრება. შეუძლებელი ჩანს წყლით ზედმეტი წონის მოშორება? მოდით, გადავამოწმოთ!

უფრო მეტიც, შეგიძლიათ საკვები ჩვეულებრივ მიირთვათ, შეზღუდვების გარეშე. საჭიროა მხოლოდ სასმელი წყლის მიღების შემდეგი წესების დაცვა:

წყლის დიეტის პრინციპები

1. დალიეთ წყალი ნებისმიერი ჭამის წინ. თუ ეს პატარა პორციის საჭმელია, მაშინ დალიეთ 1 ჭიქა, თუ მოზრდილი დოზაა, მაშინ – 2-3 ჭიქა.

2. ჭამიდან ზუსტად 2 საათის შემდეგ დალიეთ იგივე რაოდენობა წყალი, როგორც ჭამამდე.

3. წყლის დიეტაზე შეგიძლიათ მიიღოთ ყველა ჩვეულებრივი კერძი და თუნდაც ცოტა ალკოჰოლი, იმ პირობით, რომ 100 გრ სასმელის კომპენსაცია მოხდება 200 გრ წყლით.

4. წყალი უნდა გაიწმინდოს კარგად. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის ნაჭერი ან მისი წვენის რამდენიმე წვეთი.

5. თხევადი სითხის რაოდენობა (წვენის, ჩაის, წვნიანების ჩათვლით) უნდა იყოს მინიმუმ 2 ლიტრი დღეში. მაგრამ ძალიან ბევრსაც ნუ მიიღებთ! 5-6 ლიტრ წყალს უკვე შეუძლია გამოიწვიოს საშარდე სისტემის დარღვევა.

6. არასასურველია ნებისმიერი სითხის მიღება საჭმელთან ერთად.

7. წონის უფრო სწრაფად დასაკლებად, შეცვალეთ ერთი ჯერის კვება წყლით.

რატომ მუშაობს წყლის დიეტა?

  • შიმშილის გრძნობა მცირდება იმის გამო, რომ წყალი ავსებს კუჭს.
  • საკვებით გაჯერებას უფრო სწრაფად გრძნობთ, ამიტომ არ იკვებებით ზედმეტად.
  • წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს, შლის ტოქსინებსა და შლაკებს.
  • სუფთა წყლის მუდმივად დალევის ჩვევა შეამცირებს მაღალკალორიული სასმელების მიღების სურვილს.

უკუჩვენებები წყლის დიეტის დროს:

  • გულსისხლძარღვთა დაავადებები;
  • საშარდე სისტემის დაავადებები;
  • არტერიული წნევის ზრდა.

წყლის დიეტა არის წონის პასიურად კლების ეფექტური გზა. წყლის რეჟიმის სათანადოდ დაცვა და ზომიერი ფიზიკური დატვირთვის კომბინაცია გახდება ჭარბი წონის მოშორების ექსპრეს მეთოდი.

გაუგზავნეთ სტატია მეგობარს, რომელსაც წონაში კლება სურს, რადგან ერთად შედეგის მიღწევა ბევრად უფრო ადვილია!