მთავარი ტესტები ეს თავსატეხები გამოავლენს გაქვთ თუ არა მათემატიკური აზროვნება

ეს თავსატეხები გამოავლენს გაქვთ თუ არა მათემატიკური აზროვნება

by Keti

და ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით მათემატიკის ამოცანებს. საკმაოდ სასარგებლოა 10 წუთით შესვენება მუშაობისგან და ტვინის სხვანაირად დამუხტვა. ამ დროს რთული ამოცანები მისწრებაა! გადადეთ ცოტა ხნით თქვენი საქმე გვერდზე, აიღეთ ფურცელი და კალამი და დაიწყეთ ტვინის მათემატიკური გავარჯიშება.

ამოცანები:

1. თქვენ უნდა გაიგოთ წიგნების ერთიანი ღირებულება, რომლებიც სტუდენტმა შეიძინა. ცნობილია, რომ თუ წიგნების საერთო ღირებულებას გამოაკლებთ პირველი წიგნის ფასს, მიიღებთ 84 ლარს. თუ მეორე წიგნის ფასს გამოაკლებთ, მიიღებთ 80 ლარს, მესამე წიგნის გამოკლებისას – 76 ლარს, ხოლო მეოთხეს გამოკლებით – 72 ლარს.

2. და კიდევ ერთი თავსატეხი წიგნებთან დაკავშირებით: ნინომ წიგნის ზუსტად 2/3 წაიკითხა და გვერდების დათვლით, მან გაარკვია, რომ წაკითხული ნაწილი 90 გვერდით მეტია, ვიდრე წაუკითხავი ნაწილი. რამდენი გვერდია წიგნში?

3. გველეშაპს აქვს 3 თავი და 3 კუდი. გმირს შეუძლია მახვილის ერთი დარტყმით მოაჭრას 1 ან 2 თავი ან 1 ან 2 კუდი. თუ მან 1 კუდი მოაჭრა, გველეშაპს 2 ახალი კუდი გაეზრდება. თუ გმირმა 2 კუდი მოაჭრა, მაშინ 1 თავი გაეზრდება. თუ 1 თავს მოაჭრის, მაშინ 1 ახალი თავი გაიზრდება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2 თავს ერთდროულად მოაჭრის, მაშინ არაფერი ახალი აღარ გაეზრდება.

გველი იღუპება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს არც ერთი თავი და არც ერთი კუდი და მას ამ დროს არაფერი აღარ უნდა გაიზარდოს. როგორ შეუძლია გმირს გამარჯვება, თუ ხმალს მხოლოდ ცხრა დარტყმა აქვს?

4. და ძალიან მარტივი დასასრული. თქვენ უბრალოდ უნდა ამოხსნათ მაგალითი.

პასუხები:

1. ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ყველა წიგნში ერთიანად გადახდილი თანხა. ამისათვის საკმარისია:

(84 + 80 + 76 + 72) / 3 = 312/3 = 104 ლარი. მაშინ პირველი წიგნი ღირს 104 – 84 = 20 ლარი. მეორე წიგნის ფასია 104 – 80 = 24 ლარი. მესამე წიგნი ღირს 104 – 76 = 28 ლარი. და ყველაზე ძვირადღირებული წიგნის ფასია: 104 – 72 = 32 ლარი.

2. თუ წიგნის 2/3 ზუსტად 90 გვერდით მეტია ვიდრე წიგნის დარჩენილი 1/3, მაშინ წიგნის 1/3 ასევე უდრის 90 გვერდს. და თუ ასეა, მაშინ წიგნის მთლიანი გვერდებია 90 * 3 = 270.

3. ჯერ უნდა მოაჭრას 1 კუდი 3-ჯერ, შემდეგ 2 კუდი 3-ჯერ და ბოლოს 2 თავი 3-ჯერ.

4. ჯერ იპოვეთ ქუდის სიმბოლო: 30/3 = 10. შემდეგ და იპოვეთ ხელთათმანები: (18 – 10) / 2 = 4. და 2 წყვილი წინდა არის 2-ის ტოლი. მესამე მაგალითში კი ვიგებთ ერთი წინდის მნიშვნელობას. ამისათვის 4 – 2 = 2 და ერთი წინდა არის 1. ბოლო მაგალითი ასე გამოიყურება: 1 + 10 * 2 = 21.

მოახერხეთ ჩვენი ამოცანების ამოხსნა? ხომ არ გაგიჭირდათ? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შედეგები! ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: