მთავარი სილამაზე 5 რეცეპტი კივით თქვენი სილამაზისთვის, რომელთა ცდაც ნამდვილად ღირს

5 რეცეპტი კივით თქვენი სილამაზისთვის, რომელთა ცდაც ნამდვილად ღირს

by Keti

კივი არა მხოლოდ გემრიელი ხილია, არამედ ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ეს კი ხდება კოლაგენის გამომუშავების სტიმულირების გამო. გარდა ამისა, კივი შესანიშნავად ატონიზირებს და აძლიერებს კანს, ათანაბრებს მის ფერს, ტექსტურას და ოდნავ ათეთრებს კიდეც.

ამიტომ ამ ხილისგან რეგულარულად ამზადებენ ნიღბებს სახის, კისრისა და დეკოლტეს მიდამოს გაახალგაზრდავებისა და დატენიანებისთვის. ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ 5 შესანიშნავი ნიღბის რეცეპტი კივის დამატებით, რომლის შედეგის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლიათ.

კივის სახის ნიღბები

მკვებავი ნიღაბი

გაფცქვენით ერთი კივი და გახეხეთ. შეურიეთ 2 სუფრის კოვზ კივის პიურეს ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი კოვზი არაჟანი. წაისვით ნიღაბი სახის, კისრისა და დეკოლტეს ზონაზე. გაიჩერეთ 10-15 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დამატენიანებელი ნიღაბი

2 სუფრის კოვზ კივის პიურეს შეურიეთ ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ხაჭო. საფუძვლიანად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ნიღაბი წაისვით სახეზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ბამბის დისკით, რომელიც თბილ მწვანე ჩაიში იქნება დასველებული. 5 წუთის შემდეგ, წაისვით კანზე ყინულის კუბი.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

შეურიეთ 2 სუფრის კოვზ კივის პიურეს ერთი სუფრის კოვზი ვაშლის პიურე და ერთი სუფრის კოვზი ნაღები. წაისვით სახეზე მზა ნიღაბი და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, ჩამოიბანეთ იგი თბილი წყლით და გაიწმინდეთ კანი ყინულის კუბით ან დაიბანეთ ცივი წყლით. არ გაიწმინდოთ სახე, აცადეთ, რომ ბუნებრივად გაშრეს.

მათეთრებელი ნიღაბი

2 სუფრის კოვზ კივის პიურეს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. წაისვით ნიღაბი სახეზე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით სახეზე დამატენიანებელი კრემი.

კანის მატონიზირებელი ნიღაბი

შეურიეთ 2 სუფრის კოვზი კივი, ერთი კვერცხის ცილა და ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით ნიღაბი სახის, კისრისა და დეკოლტეს მიდამოზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ოხრახუშის ან გვირილის ჩაის თბილი ნაყენით.

გამოიყენეთ ამ შესანიშნავი ნიღბების რეცეპტები თავად და გაუზიარეთ ისინი თქვენს მეგობრებსაც, რათა მათაც შეძლონ თავიანთი კანის მოწესრიგება!