მთავარი რჩევები გაიხდუნეთ ფეხები და თეძოები უმარტივესი მეთოდით – ერთ კვირაში ცელულიტი 100%-ით ქრება

გაიხდუნეთ ფეხები და თეძოები უმარტივესი მეთოდით – ერთ კვირაში ცელულიტი 100%-ით ქრება

by guramus

ყველა გოგოს სურს მოხდელინი სხეული ჰქონდეს. იცავენ უამრავ დიეტას თუმცა შედეგი ყოველთვის სასურველი არ არის. ხშირად ესა თუ ის დიეტა სხეულის მხოლოდ კონკრეტულ ადგილს ახდუნებს, დანარჩენი ნაწილები კი ისევ ისეთი მსუქანი რჩება.

გთავაზობთ ერთერთი ყველაზე პრობლემური დეტალის მოგვარების გზას. ყველა ქალმა იცის, რომ ფეხების ფორმაში მოყვანა ძალიან რთულია. შეიძლება მთელი ტანი გავიხდუნოთ, მაგრამ ფეხებს ვერაფერს მოვუხერხებთ. სტანდარტული დიეტები არაფრის მაქნისია. სწორედ ამიტომ, მოვიძიეთ ძალიან ეფექტური გზა, რომელიც დაგეხმარებათ გაიხდუნოთ თეძოები და გაიქროთ ცელულიტი.

ლამაზი ფეხები რომ დაიყენოთ დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. ასევე რაციონიდან ამოიღეთ შაქარი. ამიტომ მოგიწევთ უშაქრო ჩაის და ყავის დალევა. ასევე უარი თქვით გაზიან სასმელებზე. სანაცვლოდ, გაამდიდრეთ რაციონი თხილით, ხილით, ბოსტნეულით. მოერიდეთ პურს და ფუნთუშეულს. ტკბილეული ჩირით ჩაანაცვლეთ.

დილა აუცილებელია ფაფებით დაიწყოთ. მიირთვით შვრიის ფაფა ხილით. საღამოს დაძინებამდე 3 საათით ადრე ივახშმეთ ხილის და ბოსტნეულის სალათით. აღნიშნული საუკეთესო საშუალებაა ცხიმოვანი ფენის დასაწვავად. მადის დასაქვეითებლად ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე დალიეთ 1 ჭიქა წყალი.

გარდა სწორი კვებისა, აუცილებელია ფიზიკური აქტივობებითაც დაკავდეთ. თავიდან მსუბუქი დატვირთვით დაიწყეთ. ვარჯიში 30 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.

ფეხების გასახდომი ვარჯიშები:

1. დაწექით გვერდზე, ფეხები ერთად გქონდეთ და ასწიეთ, რაც შეიძლება მაღლა.

2. დაჯექით იატაკზე, ზურგი მაქსიმალურად გამართული უნდა გქონდეთ, ფეხები – გვერდზე გაწეული. ახლა უნდა იმოძრაოთ წინ, ოღონდ მხოლოდ დუნდულებზე დაყრდნობილმა.

3. დადექით, ფეხები მიატყუპეთ ერთმანეთს. ფრთხილად აიწიეთ თითის წვერებზე, გაჩერდით რამდენიმე წუთი და დაეშვით. 10-ჯერ აიწიეთ ორივე ფეხზე. მერე თითოეულ ფეხზე ისევ 10-10-ჯერ.

4. მარჯვენა ფეხი წინ გამოსწიეთ და შეასრულეთ ბუქნები. გააკეთეთ 10-ჯერ და შეცვალეთ ფეხი.

5. ბუქნები. ფეხები განზე გასწიეთ, ფრთხილად ჩაიბუქნეთ, სწორი ზურგით და ამოიწიეთ.

ფეხების გასახდომად, ვარჯიშების გარდა, კარგია სირბილი, სპორტული სიარული, სახტუნაოთი ხტუნვა, ცურვა და ველოსიპედი.

გახდომის შემდეგ ფეხებზე კანი რომ არ მოგემჩვაროთ, გაიკეთეთ მასაჟი. ფეხებისთვის აგრეთვე კარგია კონტრასტული შხაპი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: