როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები ეჭვიანობისას?

თითქმის ყველა ჩვენგანს გამოუცდია ეჭვიანობა სხვადასხვა დოზით. ეს კომპლექსური გრძნობაა, რომელიც აერთიანებს ისეთ ემოციებს, როგორიცაა შიში, სიყვარული, გაბრაზება და სხვა.

Genius.Ge გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები ეჭვიანობისას.

ვერძი

მიუხდავად იმისა, თუ რამდენადაა ვერძი თავდაჯერებული, ის ხშირად გრძნობს თავს დაუცველად. თუ თქვენი პარტნიორი ვერძია, ჭარბ ემოციებს ელოდეთ მისგან. ეჭვიანობის ფაქტს ვერძი ცხოვრების ყველაზე დრამატულ ნაწილად აღიქვამს

კურო

განსხვავებით ვერძისა, კუროს არ უყვარს ემოციების საჯაროდ ჩვენება. იქიდან გამომდინარე, რომ კურო რაციონალურია, ის არ არის ეჭვიანი. კურო თუ ბოლომდე ენდობა პარტნიორს, ის არასდროს იეჭვიანებს მასზე.

ტყუპები

ტყუპებმა იციან, რამდენად რთულია იყო მართალი პარტნიორთან. ზოდიაქოს ეს ნიშანი არასდროს დაგიმალავთ, რომ ეჭვიანობს და მიზეზებსაც გეტყვით. როგორც წესი, კარგად ახერხებენ თავის გაკონტროლებას, მაგრამ ეჭვიანობისას ის საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის

კირჩხიბი

კირჩხიბი იშვიათად ეჭვიანობს. ეჭვიანობას არ იმჩნევენ მანამ, სანამ უკიდურეს ფორმას არ მიიღებს.

ლომი

ლომი თუ ეჭვიანობს და ამას თქვენ ყურადღებას არ აქცევთ, ეს შეიძლება ნამდვილი კატასტროფა იყოს. ლომი აგრესიით გამოხატავს ეჭვიანობას – ეუხეშება პარტნიორს და ცდილობს გამოიწვიოს. გამოსავალი შედარებით დაწყნარებულ ლომთან დალაპარაეკბა და ყველაფრის გარკვევაა.

ქალწული

ქალწულს უყვარს ემოციების დამალვა სიმშვიდის ნიღბის ქვეშ, თუმცა ეჭვიანობისას შინაგანად შტორმი აქვთ. ამ დროს თუ თვალებში ჩახედავთ, სიძულვილსა და მრისხანებას ამოიკითხავთ.

სასწორი

სასწორს ცხოვრების ორი მიზანი აქვს: უყვარდეთ და თავიდან აიცილოს კონფლიქტები. მიუხედავად იმისა, რომ სასწორები საკმაოდ ეჭვიანები არიან, ყველაფერს აკეთებენ დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. სასწორი თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მორიელი

მორიელი ყველაზე ეჭვიანი ნიშანია. მორიელი ეჭვიანობს ყველაზე – მეოთხე კლასში ცეკვის პარტნიორზეც კი. ამის მიუხედავად მორიელი მშვენივრად ახერხებს თავის გაკონტოლებას და არ იტყობს ეჭვიანობას.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მორიელის მსგავსად ძალიან ეჭვიანია. ეჭვიანობის ფაქტს მშვილდოსანი არასდროს დაივიწყებს და სულ ემახსოვრება. ასეთ დროს მშვილდოსანი უნდა დაარწმუნოთ, რომ ის ერთადერთია თქვენთვის.

თხის რქა

თხის რქა, განსხვავებით მშვილდოსნისა, ადვილად ივიწყებს ეჭვიანობის ფაქტს. არ გამოხატავს გაბრაზებას და არ ამწვავებს პრობლემას.

მერწყული

მერწყული მოლოდნელობით გამოირჩევა. ისინი არასდროს გამოხატავენ ნამდვილ ემოციებს. მერწყული არ არის ეწვიანი, მაგრამ თუ კონკურენტი გამოუჩნდება ის აუცილებლად ჩამოიშორებს.

თევზები

თევზები ყველაზე ნაკლებად არიან ეჭვიანები. თევზები მგრძნობიარენი არიან. თუ ეჭვიანობენ, ამაშიც საკუთარ თავს ადანაშაულებენ.

  NOTEPAD.GE

  კომენტარები