მთავარი ურთიერთობები 10 მკვლელი ხერხი საუკეთესო შთაბეჭდილების მოსახდენად!

10 მკვლელი ხერხი საუკეთესო შთაბეჭდილების მოსახდენად!

by guramus

როგორც დაბადებით იწყება რეალური სიცოცხლე, ისე პირველი შთაბეჭდილებით იწყება გაცნობაც.თანამდეროვე სამყაროში, სადაც კომუნიკაციის საშუალებებია განვითარებული და სადაც სოციალურობის გრძნობის მაღალი მოთხოვნაა, საჭიროა გარკვეული ცოდნა გვქონდეთ იმაზე, თუ როგორ მოვხიბლოთ ადამიანი ერთი შეხედვით, ერთი მოძრაობით, ერთი სიტყვით თუ ერთი თვალის ჩაკვრით . სწორედ ამ პირველ შთაბეჭდილებაზე ვგეგმავ საუბარს.

 

1. იყავი პოზიტიური

როცა ახალ პიროვნებას ეცნობი საუბრისას ეცადე ხშირად გაუღიმო და პოზიტიური მხრიდან დაანახო თავი , რადგან პირველი შთაბეჭდილება , ყოველთის მნიშვნელოვანია.

 

2. განავითარე სხეულის ენა

 სანამ ვინმესთან დიალოგში შეხვალთ, ჟესტებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ თქვენზე . უმჯობესია საკუთარი თავი უკეთ გაიცნოთ და იცოდეთ, თუ რა მესიჯებს აგზავნით “სხეულის ენით” . თქვენში უნდა იგრძნობოდეს სილაღე და უშუალობა.  მიუხედავად ამისა, ბრედ პიტივით ფრთებსაც ნუ გაიშლით, თქვენ ხო მებრძოლთა კლუბი არ შეგიქმნიათ.

 

3. კონტაქტი თვალებით

საუბრისას  თვალების გვერდით გაწევა , ადამიანს აფიქრებინებს იმას , რომ მასთან საუბარი არ გსურთ , მაგრამ თვალებში ჩაშტერებაც ცოტა უცნაური იქნება. ამიტომ საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა, თუმცა როგორც ამ სურათშია ისეც ნუ იზამთ.

 

 

4. ყურადღების მიქცევა

ყურადღებით უსმინე მოსაუბრეს , შემდეგ შეგიძლია გამოიყენო მისი ნათქვამი საუბრის გაგრძელებისას , პიროვნება მიხვდება რომ შენში ინტერესი გამოიწვია და ამით დიალოგიც უფრო გახსნილი და მრავარფეროვანი შედგება.

 

 

5.შეკითხვები

სტრესულმა სიტუაციამ შეიძლება აგანერვიულოს და დაგავიწყოს რისი თქმაც გსურდა . სწორ დროს შერჩეულო კითხვა , გაგარკვევთ ყველაფერში და ასევე შეიძლება საუბარი თქვენს სასიკეთოდაც შემოატრიალოს.

 

 

6. საერთო ინტერესები

ყოველთვის ეცადე მოსაუბრესთან საერთო ენის გამონახვა . ერთნაირი ინტერესები და შეხედულებები , თქვენს საუბარს უფრო კომფორტულს გახდის

 

 

 

7. იყავი ორიგინალური

ორიგინალურობა ყოველთვის ფასობს . კარგი შთაბეჭდილების მოხდენისთვის საჭიროა არა მომაბეზრებელი ოჯახური ისტორიების მოყოლა , არამედ საინტერესო შესაძლებლობებს და ჰობის გამომჟღავნება , რომელიც სხვებისგან განსხვავებული და სხვებისთვის გასაოცარი იქნება .

 

 

 

8. იუმორი

 

შეიძლება რთულად მოგეჩვენოს ახალ გაცნობილის მოხიბვლა ხუმრობით , მაგრამ სწორ დროს და ადგილას შერჩეული ხუმრობა, დიდი წარმატების მომტანი შეიძლება გახდეს .

 

 

 

9. ინფორმაციის წინასწარ მოძიება

 

პირველ შეხვედრამდე , შეგიძლიათ ინფორმაცია მოიძიოთ იმ ადამიანზე ან თუნდაც იმ კომპანიაზე სადაც მუშაობა გსურს . ამ გზით გეცოდინება რაზე ისაუბრო , რა სურს ამ ადამიანს ან კომოანიას , ასევე კითხვებზე პსუხის გასაცემად დიდი ხანი ფიქრი არ მოგიწევს .

 

 

10. სიმსუბუქე

ახალი ურთიერთობის დაწყებამ შეიძლება აგანერვიულოს , დაგძაბოს და შეხვედრისას იმაზე ფიქრში გამყოფოს; სწორედ იქცევი  თუ არა . ყველაზე მთავარია იყო ბუნებრივი და კონცენტრაცია მოახდინო შენს ირგვლივ მყოფ საზოგადოებაზე.

 

 

გახსოვდეთ ! პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად მეორე შანსი არ არსებობს.

 

 

D.T.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: