მთავარი რჩევები ეს სტატია დაგეხმარებათ თქვენს საღამოს კაბას ყოველთვის სწორი ვარცხნილობა შეურჩიოთ

ეს სტატია დაგეხმარებათ თქვენს საღამოს კაბას ყოველთვის სწორი ვარცხნილობა შეურჩიოთ

by Keti

მთავარი საიდუმლო, რაც ყველა მოდის მიმდევარმა უნდა იცოდეს არის ის, რომ კაბა და თმის ვარცხნილობა ერთ სტილში უნდა იყოს. ეს ზოგადად გასაგებია, მაგრამ ხშირად არიან ქალები, რომლებიც ამ მომენტს საერთოდ არ ითვალისწინებენ.

არადა სწორ ვარცხნილობას შეუძლია ფიგურაც კი შეცვალოს! თუ თეძოები ოდნავ განიერია, აირჩიეთ ფუმფულა თმის ვარცხნილობა, მაგრამ თუ მხრები საკმარისად შეიმჩნევა, უმჯობესია გააკეთოთ მაღალი ვარცხნილობა ან თმა უკან გადაწიოთ.

გირჩევთ გაეცნოთ ამ სურათებს, სადაც ნათლად ჩანს სხვადასხვა სტილის და თმის ვარცხნილობის ყველაზე სწორი, ელეგანტური კომბინაციები. დაიმახსოვრე ეს ჰარმონიული მაგალითები და ყოველთვის იქნებით იდეალურ ფორმაში!

1. გრძელი თმა, რომელიც მხრებამდე გექნებათ ჩამოშვებული, საუკეთესოდ მოუხდება კაბას, რომელსაც მხრების ადგილი თავისუფალი აქვს.

2. გეომეტრიული ფორმის კაბა ძალიან კარგად ხაზს უსვამს ასიმეტრიულ ვარცხნილობას და კვანძით აწეულ თმას.

3. ფუმფულა კულულებს ძალიან უხდება არაღრმა დეკოლტე.

4. ზურგზე ამოღებული კაბა ჰარმონიულად ერწყმის მაღლა აწეულ ცხენის კუდს.

5. რეტრო სტილის კაბები ძალიან უხდება დახვეულ თმას.

6. თუ კაბა მოკრძალებულია, შეგიძლიათ ვიზუალიც შეავსოთ თავშეკავებული თმის ვარცხნილობით, დახვეული ნაწნავების სხვადასხვა ვარიანტით.

7. მსუბუქი ქსოვილებისგან დამზადებულ ფუმფულა კაბას წარმატებით შეავსებს ნათელი თმის სამაგრები; აქ ასევე შესაფერისია გაშლილი, ოდნავ დახვეული თმა.

8. ორიგინალური კაბა ძალიან უხდება რთულ თმის ვარცხნილობას, მთელი ვიზუალი ძალიან ბუნებრივი და უჩვეულო ხდება.

9. მკაცრი კაბა კისრის ხაზით მშვენივრად მოუხდება მაღალ ვარცხნილობას.

ახლა თმის ვარცხნილობის არჩევასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გექნებათ! გამოიყენეთ საუკეთესო ვარიანტი, რომ შექმნათ თქვენი სრულყოფილი ვიზუალი და თქვენ მუდამ იბრწყინებთ!

მოგეწონათ ეს სილამაზის სახელმძღვანელო? უამბეთ მეგობრებსაც მის შესახებ!