მთავარი რჩევები 15 დღეში 13 კგ – ეს რეალურია! უნიკალური დიეტა. უთხარი ნახშირწყლებს არა!

15 დღეში 13 კგ – ეს რეალურია! უნიკალური დიეტა. უთხარი ნახშირწყლებს არა!

by guramus

სათაურში მოყვანილი რიცხვები სულაც არ არის ჰაერზე ნათქვამი. ეს უველაფერი რეალურია. მთავარია ადამიანმა მოინდომოს. მას ხომ ყველაფერი შეუძლია. როცა ადამიანი ფიქრობს იქამდე, სანამ რაიმეს შეჭამს, სულ სხვა ეტაპზე გადადის. ჩვენ ხომ ცხოველები არ ვართ. მთავარია დავნაყრდეთ და სულაც არ არის აუცილებელი სიამოვნებისთვის ჭამა. გახსოვდეთ, რაც უფრო ჯანმრთელია საკვები, მით ჯანმრთელია სხეული და ფსიქიკა.

ეს დიეტა ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის და სულაც არ არის აუცილებელი წონის კლების გამო დავიცვათ. მისი რეჟიმი ისეა განაწილებული რომ შესანიშნავ შედეგს იძლევა ადამიანებში, რომლებსაც კანის პრობლემა აქვთ. ასევე ძალიან კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემის პროფილაქტიკისთვის.

დიეტის ეფექტურობა ნახშირწყლებზე სრულად უარის თქმაშია.

ორშაბათი
საუზმე: 1 ფორთოხალი (შეგიძლიათ – გრეიპფრუტი, ატამი, ანანასი და მსგავსი ხილი, ოღონდ – ბანანი არა), 2 ცალი ორცხობილა, ყავა ან ჩაი უშაქროდ.

სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი, 500 გრ ბოსტნეულის სალათა (შეგიძლია მიირთვათ მხოლოდ კიტრიც), 2 ცალი ორცხობილა.

როგოც ხედავთ, დიეტაში საკმაოდ ნოყიერი ვახშამია – ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშიერი არ მოგიწევთ დაძინება. მნიშვნელოვანია, სვათ ბევრი სითხე, უმჯობესია გამორიცხოთ რაციონიდან მარილი.

სამშაბათი
საუზმე: ორშაბათის მსგავსი საუზმე

სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, 2 ორცხობილა.

ვახშამი: 120 გრ ხორცი (უკეთესია ძროხის), 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.

ოთხშაბათი
საუზმე: ორშაბათის მსგავსი მენიუ.

სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, ბოსტნეულის სალათა.

ვახშამი: 120 გრ ხორცი, 1 ფორთოხალი, 1 ორცხობილა, ჩაი ან ყავა.

ხუთშაბათი
საუზმე: ანალოგიური

სადილი: 120 გრ უცხიმო ყველი ან ხაჭო, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.

ვახშამი: 120 გრ ხორცი, 2 პომიდორი, 1 ვაშლი, 1 ორცხობილა.

პარასკევი
საუზმე: ანალოგიური

სადილი: 200 გრ ორთქლზე მომზადებული თევზი, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.

ვახშამი: 500 გრ მოხარშული ან ჩათუთქული ბოსტნეული (სტაფილო, ხახვი, კომბოსტო, კარტოფილი, პარკოსნები), 1 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი.

შაბათ-კვირას შეგიძლიათ მიირთვათ რაც გინდათ, თუმცა ძალიანაც ნუ გათამამდებით. მოერიდეთ ალკოჰოლს და ძალიან ცხიმიან საკვებს.

მეორე და მესამე კვირაშიც იგივე გაიმეორეთ და აუცილებლად დაიკლებთ მინიმუმ 13 კილოგრამს. როცა სასურველ შედეგს მიაღწევთ, საჭირო გახდება წონის შენარჩუნება. ამიტომ ყოველ ორშაბათს დაიცავით ეს რეჟიმი: 

საუზმე: 2 ჭიქა ლიმონიანი წყალი

სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ორცხობილა, 1 პომიდორი.

ვახშამი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ორცხობილა, 1 პომიდორი.

შედეგად თქვენი მიღწეული შედეგი დიდხანს შენარჩუნდება და 15 დღიანი ტანჯვა-წამება 2-3 დღეში წყალში არ ჩაგეყრებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: