მთავარი საკითხავი მოდილიანი ანუ სიცოცხლეში დაუფასებელი გენიოსი!

მოდილიანი ანუ სიცოცხლეში დაუფასებელი გენიოსი!

by guramus

იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე , XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ყველამ აღიარა, რომ ამადეო ლეგენდარული მხატვარი იყო. მის ტრაგიკულ გარდაცვალებას, მისი მეუღლის თვითმკვლელობა მოჰყვა . ჟანას სიყვარული უზომო იყო, რამაც ვერ გაუძლო ამადეოს გარეშე სიცოცხლეს შეჰგუებოდა და სიცოცხლე ,ამბის გაგებიდან რამდენიმე წუთში თვითმკვლელობით დაასრულა.  ამადეო მოდილიანიც აღმერთებდა ჟანას და მასაც არ შეეძლო მის გარეშე ცხოვრება. თითქოს ორმა მონათესავე სულმა იპოვეს ერთმანეთი და ერთად დატოვეს სააქაო.

„შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა. ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე“ – ამადეო მოდილიანი ჟანა ებიუტერნზე

 

ბავშვობაც მძიმე ჰქონდა და ხშირად იყო ავად. ბავშვობიდანვე სურდა მხატვარი გამოსულიყო. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მისი დანიშნულება იყო გამოსულიყო მხატვარი და ასეც მოიქცა… მიატოვა სკოლა და ლივორნის აკადემიაში გაეშურა ხატვისა და ფერწერის შესასწავლად.

„ადამიანი  სამყაროა, ზოგჯერ კი ნებისმიერ სხვა სამყაროზე უკეთესიც“

 

მას თავიდანვე საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა, რომელიც მის შემორჩენილ ფრაზებსა და წერილებში შეინიშნება. მაგალითად, ის სულ რაღაც 16 წლის იყო, როცა ასეთი რამ დაუწერა,  მეგობარ ოსკარ გილიას „სტილი გაცილებით მეტია, ვიდრე სათუთი ნაფიქრალი. სტილი საშუალებაა გამოკვეთო იდეა, გამოყო ინდივიდუუმისგან, რომელმაც ის თავდაპირველად გამოთქვა, და დაუტოვო გზა იმას, რისი გამოხატვაც შეუძლებელია“  . ასეთი ნიჭის გარდა  მას შრომისუნარიანობაც გააჩნდა და ხშირად თავის თავს “ზანგ მუშას” ადარებდა ; „მე ძველებურად ზანგივით ვმუშაობ“

 

 

 

 

 

მხატვარმა ლეოპოლდ სიურვაჟმა საყვედურნარევად ჰკითხა:

– პორტრეტზე მხოლოდ ცალი თვალი რატომ მაქვს?

– იმიტომ, რომ ცალი თვალით უყურებ ქვეყანას, მეორით კი საკუთარ თავში იხედები. გაყიდე, სხვას დაგიხატავ, უფრო უკეთესს, უპასუხა ამადეომ.

 

 

 

 

 

 

 

„ხაზები ჯადოსნური ჯოხია, მისი გამოყენება რომ შეძლო, გენიოსობაა საჭირო“

„ბედნიერება მკაცრსახიანი უმშვენიერესი ანგელოზია“

მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოიპოვა აღიარება.დასანანია, როცა ასეთი გენიალური მხატვარი , სიცოცხლეში არ დააფასეს, თითქოს სიკვდილი იყოს აღიარების საფასური.

 

 

ჟანა მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო. ის უყვარდა მთელი არსებით და ერჩივნა მთელ სამყაროს. ეს სიყვარული კი ძალას აძლევდა და შთააგონებდა, რომ ასეთი შედევრალური ნამუშევრები შეექმნა.

 

“შენს თვალებს მაშინ დავხატავ, როცა შენს სულს შევიცნობ.”

 

 

D.T.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: