მთავარი ჯანმრთელობა აი, რა მოხდება თუ თბილ წყალს კურკუმასთასთან ერთად ყოველდღე მიიღებთ

აი, რა მოხდება თუ თბილ წყალს კურკუმასთასთან ერთად ყოველდღე მიიღებთ

by Keti

ბევრმა იცის კურკუმას სარგებლობის შესახებ. ეს სუნელი მდიდარია სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით, რომლებიც სხეულს ანიჭებს ძალას, ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და დადებითად მოქმედებს მთელ სხეულზე.

ერთმა ბრიტანელმა ქალმა ექსპერიმენტის გაკეთება გადაწყვიტა და დილით თბილ წყალში კურკუმას დამატება დაიწყო. შედეგმა არ დააყოვნა. ერთ კვირაში ქალმა შენიშნა პოზიტიური ცვლილებები: საჭმლის მონელება გაუმჯობესდა, წონა შემცირდა, სახის კანი გაიწმინდა და გალამაზდა.

კურკუმას სასმელი

აი როგორ მზადდება სასმელი:

  • 0,5 ჩ.კ. კურკუმა
  • 1 ჭიქა თბილი წყალი

მოათავსეთ კურკუმა თბილ წყალში (შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე). აურიეთ. დალიეთ სასმელი დილით. არ აქვს მნიშვნელობა როდის მიიღებთ ამას, საუზმის წინ ან მის შემდეგ. შეგიძლიათ დაამატოთ მწიკვი შავი პილპილი. მიიღეთ 1-2 კვირა და შემდეგ დიდი ხნით შეისვენეთ.

კურკუმასთან ერთად სასმელის გამოყენების შესახებ რამდენიმე უკუჩვენება არსებობს, ამიტომ მის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.

კურკუმიანი თბილი წყლის უპირატესობები 

1. გულის ჯანმრთელობა
კურკუმინი, რომელიც კურკუმას შემადგენლობაში შედის, ადვილად ასუფთავებს სისხლძარღვებს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.

2. კიბოს პრევენცია
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კიბოს უჯრედები იზრდება მხოლოდ მჟავა გარემოში. და კურკუმა ეფექტურად ანეიტრალებს სხეულში არსებულ სითხეებს, რაც ამ დაავადების შესანიშნავი პრევენციაა.

3. ართრიტის სიმპტომების შემსუბუქება
მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ კურკუმინი ისევე ეფექტურია ართრიტის სამკურნალოდ, როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. იგი უკეთესად ეპყრობა შეშუპებას და ტკივილს, ვიდრე დიკლოფენაკი.

4. საჭმლის მონელების გაუმჯობესება

კურკუმას შეუძლია მონელების ნორმალიზება, ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს. ამ ინფორმაციას ნამდვილად დააფასებენ ისინი, ვისაც წონის დაკლება სურს.

5. ღვიძლის დაცვა
ღვიძლის დაზიანებული უჯრედების აღსადგენად, ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის გასაუმჯობესებლად, დილით დალიეთ თბილი წყალი კურკუმასთან ერთად.

6. დადებითად მოქმედებს კანზე
კურკუმინი დადებითად მოქმედებს კანზე. პირველი, ეს ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. და მეორე, ის ასუფთავებს სხეულს შიგნიდან, რის შედეგადაც კანი ხდება უფრო სუფთა.

7. წონის ეფექტურად დაკლება
კვლევების თანახმად, კურკუმა ძალიან ეფექტურია წონის დაკლებისთვის. ერთ თვეში შეგიძლიათ მიაღწიოთ შედეგს მინუს 4-5 კგ, ასევე მოახდინოთ მეტაბოლიზმის ნორმალიზება და ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა.

თქვენ შესაძლოა ეს დადებითი ეფექტი მიიღოთ, თუ კურკუმას თბილ წყალთან ერთად მიიღებთ. სხვათა შორის, ასევე სასურველია ამ სუნელის დამატება მარცვლეულსა და წვნიანებში. კერძები გახდება არა მხოლოდ უფრო გემრიელი, არამედ უფრო ჯანმრთელიც!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!