მთავარი საკითხავი ჩაიტარეთ პედიკურის პროცედურა სახლის პირობებში

ჩაიტარეთ პედიკურის პროცედურა სახლის პირობებში

by Keti

ჩვეულებრივ, ფეხზე ზრუნვის დროს ვიყენებთ ისეთ დამხმარე საშუალებებს, როგორიცაა პედიკურის ჯაგრისი ან პემზა. შედეგი კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხანმოკლე. ორიოდე დღის შემდეგ კანი კვლავ იწყებს გაუხეშებას. შედეგად, ფეხის მოვლის პროცედურები უფრო და უფრო ხშირად უნდა გაკეთდეს. აი ეს არის ნამდვილი მანკიერი წრე. თუ თქვენ ერიდებით ამაში დიდი დროის დახარჯვას, სახლის პედიკური დაგეხმარებათ.

ზაფხულში, ისე როგორც არასდროს, ფეხის კანი შრება და მეტ ყურადღებას მოითხოვს. ღია ფეხსაცმელი ფეხს მიდრეკილს ხდის მრავალგვარი დაზიანებისკენ. თავის დასაცავად სხეული იწყებს ფეხის ეპიდერმისის გასქელებას, შედეგად ის უფრო უხეში ხდება. ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა მოუფრთხილდეთ ფეხს ზაფხულის პერიოდში.

როგორ ჩავიტაროთ პედიკურის უფასო პროცედურა სახლის პირობებში

1. პედიკურის პროცედურა იწყება ფეხის აბაზანის მომზადებით. ჩაასხით ცხელი წყალი თასში, დაამატეთ 4 ს.კ. სოდა. აურიეთ და ჩაყავით ფეხები ნარევში.

 

2. გაისუფთავეთ ფეხების კანი ხელებით, ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე.

3. შემდეგ წაისვით მცირე რაოდენობით სოდა სუფთა, მშრალ ფეხებზე და ჩაიცვით წინდები.

4. სიარულისას სოდა კანს აშორებს უხეშ ნაწილებს: სოდას პატარა ნაწილაკები არბილებს ფეხებს. წინდები უნდა გეცვათ მინიმუმ ორი საათის განმავლობაში.

5. ორი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ სოდა, გაიმშრალეთ ფეხები და წაისვით ნებისმიერი მკვებავი კრემი.

სულ რაღაც ორი პროცედურის შემდეგ იგრძნობთ, რომ ფეხების კანი შესამჩნევად რბილი და სასიამოვნო გახდა. სახლში ასეთ პედიკურს რეგულარულად ვაკეთებ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან მეხმარება. ეს მეთოდი თავისი შედეგით ძალიან კმაყოფილს დაგტოვებთ.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: