მთავარი რჩევები აი, როგორ უნდა გავწმინდოთ ლითონის ჭურჭელი

აი, როგორ უნდა გავწმინდოთ ლითონის ჭურჭელი

by Keti

როგორც წესი, ლითონის ჭურჭელზე ჭუჭყი ძალიან ადვილად ჩნდება, ამიტომ დიასახლისებს მის გასაწმენდად ყველანაირი ხრიკი უნდა მოუგონონ.

ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ სპილენძის ჭურჭლის გაწმენდის ყველაზე ბიუჯეტური, უსწრაფესი, უმარტივესი და ამავე დროს უსაფრთხო გზა ეფექტური წმენდისთვის. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სამზარეულოს მარილი და თეთრი ღვინის ძმარი.

როგორ გავასუფთაოთ სპილენძის ჭურჭელი

1. ჭურჭელი, რომლის გასუფთავებაც გსურთ, ნიჟარაში მოათავსეთ.

2. კარგად მოაყარეთ მარილი.

3. ზემოდან მოასხით ძმარი, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ მარილი არ გადმოიყაროს. მოაყარეთ მეტი მარილი და დატოვეთ ჭურჭელი დაახლოებით 15 წამი.

4. შემდეგ აიღეთ ღრუბელი და დაასველეთ მყარი მხარე ძმრით. წაუსვით ჭურჭელს ღრუბლის ეს მხარე – და ჭუჭყიც გაქრება!

თქვენს ოჯახში ეს მეთოდი ნამდვილად გამოგადგებათ, რადგან მუდმივად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ჭურჭელზე რთულად მოსაშორებელი ლაქები ჩნდება.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც და უამბეთ ამ მეთოდის შესახებ!