მთავარი ურთიერთობები ის სკოლის პერიოდში სულ მაიგნორებდა. ახლა უკვე 58 წელია დაქორწინებულები ვართ.

ის სკოლის პერიოდში სულ მაიგნორებდა. ახლა უკვე 58 წელია დაქორწინებულები ვართ.

by Keti

ეს წყვილი ამტკიცებს, რომ არაა საჭირო ყველა ურთიერთობა ერთი ნახვით სიყვარულით დაიწყოს.

ორივე გავიზარდეთ ალაბამაში, მობაილში და 1953 წელს მერფის საშუალო სკოლაში შევედით. ამ სკოლაში ახლაც კი ძალიან პოპულარულია სკოლის საძმოები – სოციალური გაერთიანებები. თუმცა სიტუაცია კოლეჯისგან ბევრად განსხვავდება. მეორე წლის მეორე სემესტრისთვის მეც ამ საძმოს წევრი გავხდი. სამოქალაქოს გაკვეთილზე ორი გოგოს ახლოს ვიჯექი. სამივე ერთად იმდენს ვსაუბრობდით გაკვეთილის დროს, რომ მასწავლებელმა დაგვყო. მან გადამიყვანა სხვა გოგონას გვერდით, რომელსაც სახელად მოდი ერქვა. ერთადერთი, რაც მე მოდის შესახებ ვიცოდი, იყო ის, რომ გამოჩენილი პასტორის ქალიშვილის საუკეთესო მეგობარი იყო. პასტორი მობაილის უდიდეს ბაპტისტურ ეკლესიაში მსახურობდა. და მოდიმ კი იცოდა ყველაფერი, რისი ცოდნაც სურდა ჩემს შესახებ.

ჩვენ ბუღალტრული აღრიცხვის ერთ კლასში ვიყავით. მე მომეწონა კლასი, მაგრამ პრობლემები შემექმნა, რადგან მათემატიკაში სუსტი ვიყავი. მე ვიცოდი, რომ მოდი ჭკვიანი იყო, ამიტომ დახმარება ვთხოვე. მან მითხრა, რომ არ სურდა დახმარება. ამიტომ სხვა კლასელს ვთხოვე.

უფროს კურსზე სასურსათო მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. იქ მოდის დედაც მუშაობდა. მოდი ყოველკვირეულად მოდიოდა დედასთან და იქ სულ სხვა ადამიანი იყო. ჩვენ ვსაუბრობდით, როდესაც სასურსათო პროდუქტები შემქონდა და მივხვდი, რომ ჩემში რაღაც შეიცვალა.

ერთ ღამეს, როდესაც მისთვის სასურსათო საქონელი გამოვიტანე, ვკითხე, სურდა თუ არა ჩემთან ერთად გასეირნება სამსახურის შემდეგ, მაგრამ მან თქვა, რომ დედამისს სახლში უნდა წაჰყოლოდა. თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ის იმედოვნებდა, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ მე შევთავაზებდი მას და დედამისს სახლში აყვანას.

რამდენიმე დღის შემდეგ მას მანქანით გავუარე, როდესაც ის სკოლიდან სახლში მიდიოდა და სახლში გაყვანა შევთავაზე. მან სწრაფად მიიღო ჩემთვის დადებითი გადაწყვეტილება. ამ დღის შემდეგ ხშირად დავდიოდით პაემანზე.

თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მე მიყვარდა. თავად არაფერს მეუბნებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი სხვა ქალაქში მომიწია წასვლა. რამდენიმე თვე იქ ვიყავი. როცა დავბრუნდი და მოდის შევხვდი, მივხვდი, რომ მოვენატრე. იმ დღეს ორივემ ვიცოდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა.

1959 წლის 3 აპრილს კი მისი მეგობრის ბაპტისტმა მქადაგებელმა ერთმანეთთან დაგვაქორწინა. ახლა უკვე 58 წელია დაქორწინებულები ვართ, გვყავს 3 შვილი და ყოველდღე უფრო და უფრო გვიყვარდება ერთმანეთი. ვფიქრობ, ორივეს გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ.