მთავარი ადამიანები ჩემი ქმარი ნამდვილი არაკაცი აღმოჩნდა. ერთდროულად 10 გოგოს წერდა.

ჩემი ქმარი ნამდვილი არაკაცი აღმოჩნდა. ერთდროულად 10 გოგოს წერდა.

by guramus

“კონფლიქტურ ოჯახში გავიზარდე. დედაჩემს და მამაჩემს მუდმივი უთანხმოება ჰქონდათ. მამა სულ მთვრალი იყო და დედას სიცოცხლეს უმწარებდა. დედა თავის მხრივ ჩემზე იყრიდა ჯავრებს. ამ ყველაფერმა დიდი დაღი დამასვა. მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელი მძულდა. მტკიცედ მქონდა გადაწვეტილი, რომ არასოდეს გავთხოვდებოდი.

თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს და მოხდა ისე, რომ როგორღაც შემაყვარა თავი. ეხლაც არ ვიცი რა გრძნობამ მაიძულა შემეცვალა ჩემი გადაწყვეტილება.

… მოკლედ დავქორწინდით.

ქორწინების პირველ წლებში ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. თავი ზღაპარში მეგონა, ვფიქრობდი, საუკეთესო მამაკაცი მყავდა გვერდით. ბავშვობისდროინდელი შიშები სადღაც გონების სიღრმეში გადავმალე.

ორსულობა ძალიან რთული მქონდა. 30 კილო მოვიმატე, სარკეში ვერ ვიხედებოდი, დეპრესია დამემართა და ხასიათიც გამიფუჭდა. ბედნიერი ოჯახი სადღაც გაქრა. თავიდან ჩემი ქმარი მოთმინებით ეკიდებოდა ჩემს ცვლილებებს, მაგრამ ბოლო პერიოდში შევამჩნიე, რომ ჩემ მიმართ ინტერესი დაკარგა. სახლში გვიან ბრუნდებოდა და დილით ადრე გადიოდა. იმიზეზებდა, თითქოს სულ სამუშაო ჰქონდა. არადა ვიცოდი, რომ ეგ და თავისი ძმაკაცები სვამდნენ და ეწეოდნენ სისტემატიურად.

ერთ საღამოს ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა უგონო მდგომარეობაში. ისეთი ზიზღით მიყურებდა, რომ მივხვდი სხვა ქალის ხელი ერია საქმეში. დიდი ჩხუბის შემდეგ დაიძინა და გადავწყვიტე მისი ტელეფონი შემემოწმებინა.

…პირველივე მოწერილმა გონება დამიბინდა. ჩემი ქმარი ერთდროულად 10 გოგოს წერდა. თან ყველა ასაკით მასზე ბევრად უმცროსები იყვნენ. 1 წამში ვიგრძენი როგორ შემზიზღდა.

ვეღარ მოვითმინე და ყველაზე მეტად რომელი გოგოც აქტიურობდა, მაგრად გამოვლანძღე. მეორე დღეს ვითომც არაფერი მომხდარაო, ჩემმა ქმარმა არ შეიმჩნია არაფერი. ისევ მე ვერ მოვითმინე და ისტერიკები მოვუწყე. მან კი აქეთ დამიწყო ლანძღვა და დამუნათება, როგორი დაბალი დონის ვარ რომ თავი დავიმცირე და მისი საყვარელი გამოვლანძღე.

დღეს მარტოხელა დედა ვარ და კაცებზე ისევ ის აზრი მაქვს რაც ბავშვობაში მქონდა. შვილის გამო არ ვნანობ რომ გავთხოვდი, მაგრამ მეორედ აღარ ვაპირებ იგივე შეცდომის დაშვებას.

თქვენ რას ფიქრობთ? სწორად ვიქცევი?

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: