მთავარი ჯანმრთელობა როგორ დავაღწიოთ თავი შაქარს 5 დღეში. მოიშორეთ ტკბილზე დამოკიდებულება ერთ კვირაზე ნაკლებ დროში!

როგორ დავაღწიოთ თავი შაქარს 5 დღეში. მოიშორეთ ტკბილზე დამოკიდებულება ერთ კვირაზე ნაკლებ დროში!

by Keti

დღეს ჩვენ ყველა მხრიდან გვეუბნებიან, რომ შაქარი მავნებელია და საჭიროა მისი რაციონიდან ამოღება. ასეც არის. შაქარი ქმნის შიმშილის გრძნობას, გვღლის და ამის გამო გვიფუჭდება განწყობა. შაქარი ასევე არის სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი და შეიძლება იყოს დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი რისკ ფაქტორი.

მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ რაციონიდან შაქრის აღმოფხვრა მხოლოდ 5 დღეში შეგიძლიათ. თუმცა თქვენ უნდა იყოთ ძლიერი და არ დანებდეთ რაიმე ტკბილის ჭამის სურვილს.

როგორ შევწყვიტოთ შაქრის მოხმარება

1. მიიღეთ ცილებით, ცხიმებით და ბოჭკოებით მდიდარი საკვები

ეს საკვები დაგეხმარებათ გაცილებით მეტხანს დარჩეთ სავსე. თქვენს რაციონში შეგიძლიათ შეიტანოთ კვერცხი, თხილი, ავოკადო და ზეითუნის ზეთი.

2. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული პურისა და მაკარონის ნაცვლად.

რატომ არის საჭირო ამის გაკეთება? თქვენს სხეულში პური სწრაფად იქცევა შაქრად. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის მონელებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება. შეიტანეთ რაციონში რუკოლა და კომბოსტო.

3. მჟავე საკვები

ისინი ამცირებენ შაქრისადმი ლტოლვას. მჟავე კომბოსტო შესანიშნავია ამისათვის.

4. სუფთა შავი შოკოლადი
ის ხელს უწყობს ტვინში ენდორფინების გამოყოფას, ზედმეტი შაქრის მიღების გარეშე.

5. დალიეთ ბევრი წყალი
ეს შეამცირებს თქვენს მადას და გაწმენდს თქვენს სხეულს შაქრისგან. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოიშოროთ ზედმეტი წონა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები გამოგადგებათ და შეძლებთ თავი დააღწიოთ ამ არაჯანსაღი პროდუქტის გამოყენებას. ცოტა ხნის შემდეგ, თქვენ იგრძნობთ უშაქრო ცხოვრების ყველა სარგებელს და ეს ბევრად უფრო მოგეწონებათ.

მოუყევით ამ სტატიის შესახებ თქვენს მეგობრებს, რათა მათაც შეძლონ ამ დამოკიდებულების მოშორება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: