მთავარი ტესტები ტესტი, რომელიც ტვინს ავარჯიშებს და ნეგატიურ აზრებს აშორებს 

ტესტი, რომელიც ტვინს ავარჯიშებს და ნეგატიურ აზრებს აშორებს 

by Keti

ტვინის მცირე განტვირთვა ყოველთვის კარგი აზრია, განსაკუთრებით დილით, მუშაობის დაწყებამდე. გაიარე შენც ლოგიკური და აზროვნებაზე ორიენტირებული ტესტი! ასეთი ტიპის ტესტები ავარჯიშებს ტვინს და ამავდროულად აშორებს მას სევდიან აზრებს. ეს უკვე დიდი ხანია დაადასტურეს მეცნიერებმა.

ასე რომ, თუ გსურთ დაძლიოთ დეპრესია ან უბრალოდ მოიშორიოთ მძიმე აზრები – ხშირად ამოხსენით ასეთი ტესტები და გამოცანები!

ლოგიკისა და აზროვნების ტესტი

დღეს ჩვენი რედაქცია გიწვევთ გაეცნოთ გასართობ ლოგიკურ თავსატეხს. ყურადღებით დააკვირდით სურათს და შეეცადეთ უპასუხოთ კითხვაზე: ამ პერსონაჟთაგან რომელს სურს ბავშვის გატაცება?

თქვენგან მხოლოდ დეტალების მიმართ მცირედი ყურადღებაა საჭირო. დაუთმეთ დრო და გააანალიზეთ ყველაფერი, რაც სურათზე ნახეთ.

ყურადღებით უყურეთ! ვის შეუძლია გატაცება: პოლიციელს, მოხუც კაცს თუ ორსულ ქალს? როგორ ფიქრობთ, ამ პერსონაჟებიდან რომელია მატყუარა და კრიმინალი?

მაშ ასე, პასუხის დროა… კარგი ერთი წუთით კიდევ დაფიქრდით!

ესეც ასე – პასუხი სტუდიაში!

გამტაცებელი არის ორსული ქალი, რომელსაც შეიძლება ყალბი მუცელი ჰქონდეს. აქ ყველაფერი დეტალებშია აღსაქმელი! პირველ რიგში, ქუსლიანი ფეხსაცმელი. ეს ფეხსაცმელი აშკარად არ არის საუკეთესო არჩევანი ორსული ქალისთვის. მეორეც, ხელში ჭიქა ყავა უჭირავს. კოფეინი ზიანს აყენებს ბავშვის განვითარებას საშვილოსნოში. და თმის ფერიც შეღებილი აქვს, რაც ასევე აჩენს ეჭვს, რადგან არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს შეღებვა.

რედაქცია

მე ასევე გთავაზობთ გაეცნოთ პოზიტიური აზროვნების ტესტს, რომელიც გეტყვით რა იმალება თქვენს ქვეცნობიერში, მაგრამ თან სულ გამორჩება ხოლმე თქვენს მხედველობას. ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ გაიგოთ თქვენი სისუსტეები, არამედ იპოვოთ მათი უპირატესობად ქცევის გზები!

კარგია ლოგიკისა და აზროვნებისთვის გათვლილი გასართობი ტესტები, არა? ბევრს უყვარს ამ ტიპის ტესტები, რადგან ეს აზროვნებას ავითარებს და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში გვეხმარება, თუნდაც მცირედი ხელშესახები ფაქტების საფუძველზე!

გაუზიარეთ ტესტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: