მთავარი რჩევები 3 საუკეთესო საშუალება სახის კანის გასაწმენდად – მოიცილეთ აკნე და მუქი ლაქები სახლის პირობებში

3 საუკეთესო საშუალება სახის კანის გასაწმენდად – მოიცილეთ აკნე და მუქი ლაქები სახლის პირობებში

by guramus

სტატიაში მოყვანილი სამი საშუალება დაგეხმარებათ გაიწმინდოთ სახის კანი სახლის პირობებში. თუ სახეზე გაქვთ გამონაყარი, აკნე, მუქი ლაქები, შავი წერტილები და არ იცით რით მოიშოროთ, გირჩევთ სტატია ბოლომდე წაიკითხოთ. ეს სამი საშუალება თქვენს კანს ბუნებრივ ბზინვარებას დაუბრუნებს.

1. პირველი ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კიტრის წვენი, სიმინდის ფქვილი და ტულსი (ინდური მცენარეა).

აიღეთ 2 ს/კ კიტრის წვენი და შეურიეთ 2 ს/კ სიმინდის ფქვილი. დაუმატეთ დაბლენდერებული ტულსის ფოთლები და კარგად აურიეთ.

დაიბანეთ სახე ცხელი წყლით და წაისვით მიღებული მასა. გაიჩერეთ სანამ არ გაშრება სახეზე და დაიბანეთ თბილი წყლით. ბოლოს გადაივლეთ ცივი წყალი, რათა თბილი წყლისგან გახსნილი ფორები დაიხუროს.

2. მეორე შესანიშნავი ნარევი მხოლოდ 2 ინგრედიენტისგან მზადდება. აიღეთ 2 ს/კ ვაშლის ძმარი და შეურიეთ ნახევარი ლიმნიდან გამოწურულ წვენში. მიღებული მასა გადაიტანეთ საყინულეში და გაყინეთ. ყოველ დღე წაისვით სახეზე 1 კუბი ყინული 2-3 წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. მესამე ნარევი სამი ინგრედიენტისგან შედგება. აიღეთ 3 ს/კ ხაჭო, 1 ს/კ კურკუმა და 2 ს/კ თაფლი. შეურიეთ ეს ყველა ინგრედიენტი და წაისვით თბილი წყლით დაბანილ სახეზე. დაიტანეთ 2-3 ფენა და დაელოდეთ სანამ გაშრება. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: