მთავარი საკითხავი ჩარლზ ბუკოვსკი: “კარგი ლიტერატურა კლავს”

ჩარლზ ბუკოვსკი: “კარგი ლიტერატურა კლავს”

by guramus

გერმანელი მწერალის, ჩარლზ ბუკოვსკის სახელი თანამედროვე ლიტერატურის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობია. ჩვენი დროის პოპულარული მწერალი მისეულ ლიტერატურას  “გემოვნებიანს” უწოდებს და ჩანაწერებში ამბობს – “კარგი ლიტერატურა კლავსო.” გთავაზობთ მწერლის აზრებს ქალებზე, ლიტერატურასა და ცხოვრებაზე.

ცხოვრებაზე

  • “ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც შენს დღეს გააფუჭებს — აი, ესაა ცხოვრება.”
  • “ცხოვრებაში ყველაზე მეტად ძილში დახარჯული დრო მენანება.”
  • “მარტოობა მაძლიერებს, ის ჩემთვის საკვები და წყალია.  მე არ ვამაყობ ჩემი მარტოობით, მაგრამ დამოკიდებული ვარ მასზე, ეს კი ძალიან მაგარია.”
  • “ჩემი ამბიციები და ნიჭი შეიწირა სიზარმაცემ.”
  • ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ჩვევა რაც კი მაქვს, ისაა რომ ვეწევი და ვსვამ. ამ ორ საქმიანობს რომ არ ვეწეოდე, ძალიან მოვიწყენდი.”
  •  “შენი ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორსაც შენ დაუშვებ, რომ იყოს.”

 

ქალებზე

  • “მე ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს ქალებს: მოდი, საყვარელო, აგიხსნი მარტივად: ჩემთან ერთად, შენ ხარ ნომერი ერთი და მეორე კიდევ, საერთოდ არ არსებობს.”
  • “ყველა ლამაზმანს ერთი ნაკლი აქვს – პაემანზე მათი დაყოლიება ჭირს.”
  • “ქალები მიყვარს, მაგრამ ლიტერატურაზე ყოველთვის გავცვლიდი მათ, დაუფიქრებლად.”
  • ” დასაწყისში ვეუბნებოდი მათ, რა მსურდა მე. შესაბამისად, მე ყოველთვის მართალი ვრჩებოდი, როცა ურთიერთობებს ვანგრევდი. მათ უკვე იცოდნენ, რომ დასრულდა.”
  • “ადვილია ისეთ ქალებზე წერა, ერთ ღამეს რომ გაატარებ, მაგრამ მე კარგი ქალებიც მინახავს და მათზე წერა გაცილებით უფრო რთულია.”

 

სიყვარულზე

  • “სიყვარული ძვლებში მტეხს, მე კი ვიცინი.”

 

ლიტერატურაზე

  • იცი, ერთხელ მოძალადე აღვწერე მოთხრობაში. პირველ პირში. ის პატარა ბავშვს აუპატიურებს. ამის გამო ხალხი დიდხანს მადანაშაულებდა. ერთხელ მკითხეს: „თქვენ მოგწონთ პატარა გოგოების გაუპატიურება?“ ბევრი უსიამოვნება მქონია ჩემს ტექსტებთან დაკავშირებით. ალბათ ამიტომაც მეყიდება წიგნები კარგად, თუმცა, როცა ვწერ, ვწერ ჩემთვის.”
  • “ლუდზე ვგიჟდები! წერას არ ვიწყებ თუ: 6-7 ბოთლი არ მაქვს მიღებული და კიდევ გაუხსნელი ამდენივე მაგიდის ქვეშ არ აწყვია.”
  • “მე კარგ ლიტერატურას ვქმნი, კარგი ლიტერატურა კი კლავს.”
  • “ლიტერატურის გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთია.”
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: