მთავარი საკითხავი მეუფე გიორგი ანუ გზა ეკლესიისკენ.

მეუფე გიორგი ანუ გზა ეკლესიისკენ.

by guramus

მამა გიორგი შალამბერიძე, საკმაოდ მაღალი საეკლესიო იერარქია,რომელიც გამორჩევა თავმდაბლობითა და უბრალოებით.

 

 

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გიორგი
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი

 

შეგეძლიათ ვიდეოში იხილოთ მცირედი ინფორმაცია ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიაზე, რომელშიც ამჟამად მეუფე გიორგია მიტროპოლიტი.

 

 

მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში გური კორფილეს ძე შალამბერიძე, დაიბადა 1940 წლის 25 თებერვალს ბაღდადის რაიონ სოფელ ფერსათში.როგორც მეუფე გიორგი აღნიშნავს: “მე ახალგაზრდობიდანვე გულმა ეკლესიისაკენ გამიწია. ამ გზაზე აწგარდაცვლილმა დედაჩემმა დამილოცა მომავალი.”

 

ოცნებად მქონდა ქცეული, რომ სამეგრელოს ყველა რაიონში თითო სასულიერო პირი და თითო მოქმედი ეკლესია ყოფილიყო. დავიწყეთ ნელ-ნელა ხალხში გასვლა, ჯერ კიდევ შემორჩენილ მორწმუნეთა გარს შემოკრება, ხელმოწერების შეგროვება ტაძრების გახსნის მოთხოვნით. უნდა ითქვას, რომ სერიოზულ წინააღმდეგობას გვიწევდნენ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, სოფლის საბჭოსა და კოლმეურნეობათა თავმჯდომარეები. მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა და შევიწროებისა მაინც შევძელით გაგვეხსნა ზუგდიდის დადიანების კარის ეკლესია, წალენჯიხის მონასტერი, ხობის მონასტერი, ცაიშის ეკლესია.

 

2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი გიორგი დადგენილ იქნა ახლადშექმნილი თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მმართველად. ახალი ეპარქია ისტორიული გაენათის ეპარქიის ნაწილს მოიცავს. მეუფე გიორგი ჩვეული გულმოდგინებით შეუდგა ახალ ეპარქიაში ეკლესია-მონასტრების აღორძინებას. მიტროპოლიტი გიორგი არის ღვთისმეტყველების დოქტორი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძველი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი.

წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)

 

D.T.