მთავარი საკითხავი როგორ გადააქცია ზლატან იბრაჰიმოვიჩი საკუთარმა ცოლმა “ურჩხულად”

როგორ გადააქცია ზლატან იბრაჰიმოვიჩი საკუთარმა ცოლმა “ურჩხულად”

by Keti

ფეხბურთელების ცოლებს შორის ის ერთ-ერთ ყველაზე თავდაჭერილია. მაგრამ მან ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილ ლომად აქცია.

ყველამ იცის, რომ ზლატანი თავისი ქედმაღალი და მბრძანებლობის მოყვარული სტილით გამოირჩევა. თუმცა მის სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი განკარგავს ყველაფერს. ეს მისი ცოლი ჰელენა საგერია.

აშკარაა, რომ ზლატანი გასახდელ ოთახში ნამდვილი ლიდერია, მაგრამ სახლში ის თავის ცოლის წესებს ემორჩილება. 

,,ჩემი ცოლი არ მიშვებს, რომ სახლში საკუთარი ფოტოები დავკიდო. ამბობს, რომ ისედაც საკმარისად საუბრობენ ჩემზე და ახლა კედელზე ჩამოკიდებული ჩემი სახის დანახვა ნამდვილად არ უნდა. თვლის, რომ რეალურ ცხოვრებაში ისედაც საკმარისად მხედავს.’’

სწორია. ჰელენა საგერი, ასევე მისის ზლატანად წოდებული, ზლატანზე კიდევ უფრო დიდი ზლატანია. ის პლანეტის ყველაზე თავდაჯერებულ კაცზე უფრო თავდაჯერებულია.

თუმცა ზლატანი ფიქრობს, რომ თავად საერთოდაც არ არის ამპარტავანი, ის უბრალოდ თავდაჯერებულია.

ჰელენა 1970 წელს დაიბადა. მას ზლატანის გაცნობამდეც მშვენიერი და დამოუკიდებელი ცხოვრება ჰქონდა. საკუთარ თავში დარწმუნებული იყო და იცოდა რა უნდოდა. ის ზლატანს 2002 წელს შეხვდა მალმოს ცენტრალურ სადგურზე. იბრა თავის ფერარიში იჯდა და მას ეფლირტავებოდა. ეგონა ქალს მოხიბლავდა. მაგრამ არ იცნობდა ჰელენას. ,,მისთვის ერთი რიგითი ტიპი ვიყავი, რომელსაც ოქროს საათი ეკეთა, თვალისმომჭრელ მანქანას ატარებდა და მუსიკას მეტისმეტად ხმამაღლა უსმენდა’’ – იხსენებს ზლატანი.

ეს შვედი ბიზნესვუმენი მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა FlyMe-ში და ასევე მეორე სამსახურიც ჰქონდა რესტორანში. მას მიზნად ჰქონდა, რომ წარმატებისთვის თავისი ძალებით მიეღწია და არ ფიქრობდა, რომ უბრალოდ ფეხბურთელის ცოლი ყოფილიყო. 

ჰელენა 32 წლის იყო, როცა ზლატანს შეხვდა, ზლატანი კი ჯერ 21-ის. ჰელენა საერთოდ არ ეძებდა სასიყვარულო ურთიერთობებს. ზლატანი იმდენად დიდხანს ცდილობდა ჰელენას გულის მოგებას, რომ მან ქალს წარმოუდგენელი მეტსახელიც კი შეურჩია, რასაც დღესაც იყენებს – ბოროტი სუპერ კახპა დიდგვაროვანი. 

,,როცა ზლატანს შევხვდი, მე ის არ მჭირდებოდა. და ალბათ სწორედ ეს მოეწონა ჩემში’’ – ამბობს ჰელენა.

ზლატანმა, თავისი იუმორის გრძნობისა და დიდი ძალისხმევების დამსახურებით, დაარწმუნა ელემა, რომ მისთვის შანსი მიეცა. და 2005 წელს ელენამ სამსახური დატოვა, რათა ზლატანს ტურინში გაჰყოლოდა. იმ დროს იბრა იუვენტუსში ასპარეზობდა. მას შემდეგ წყვილი ერთად არის. ეს ნამდვილი და მყარი ურთიერთობაა, თუმცა ელენამ ზლატანს აჩვენა, რომ ის არის მთავარი ფიგურა ოჯახში. შესაძლოა იმიტომაც, რომ ის ზლატანზე 11 წლით უფროსია. 

თუმცა ზლატანის ასაკიც უცნაურია: ,,ერთხელ მას ვუთარი, რომ თავს ბენჯამინ ბატონად ვგრძნობდი. მოხუცად დავიბადე და ახალგაზრდა მოვკვდები’’ – ესეც ზლატანის მორიგი მოსწრებული ფრაზა.

ზლატანმა მართლაც დიდი ტრანსფორმაცია განიცადა ცოლის დახმარებით. ჰელენამ მას ასწავლა, როგორ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებლობით სავსე მამა. მათი შვილი მაქსიმილიანი 2006 წელს დაიბადა, 2008-ში კი წყვილს მეორე ბიჭი – ვინსენტი ეყოლა. თუმცა როგორც ჩანს, ისინი ეტაპოვრივად იზრდებიან და ზლატანივით არ ახალგაზრდავდებიან.

დღეს ჰელენა ზლატანის საკუთრებას და ფინანსურ იმპერიას ხელმძღვანელობს. ის აკონტროლებს მთელ ქონებას, რასაც წყვილი სამყაროს მასშტაბით ფლობს ერთობლივად. ქალმა საკუთარი კარიერა დროებით შეაჩერა, თუმცა აპირებს იქ დაბრუნებას მას შემდეგ, რაც ზლატანი დაასრულებს თავისას. ამ წამს კი ის იბრასთვის ყველაზე საიმედო ადამიანია.

ზლატანს აშკარად ძალიან უყვარს თავისი ცოლი. იცით რა აჩუქა მას ერთ-ერთ დაბადების დღეზე? არაფერი. მას ხომ უკვე ჰყავს ზლატანი-ო ასე თქვა. მაგრამ ალბათ ამ საჩუქრით ყოველ წელს ვერ გამოძვრება.

და ჰო, მართლა, წყვილს ფრანგული ბულდოგიც ჰყავს, სახელად ტრასტერი. 

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ჰელენას იტალიაში ცხოვრება მოსწონს. თუმცა ბევრი ასევე საუბრობს ზლატანზე, რომელიც მილანში იმ მიზეზით დაბრუნდა, რომ იქაურობა პარიზზე მეტად უყვარს. თუმცა ზლატანს სხვა რამის თქმა სურს: ,,მე გამოწვევებზე არასდროს ვიტყვი უარს.’’ დიახ, ასეთ ზლატანს ვიცნობთ ჩვენ და ასეთი გვიყვარს. 

თქვენ რას ფიქრობთ ამ წყვილზე? უხდებიან ერთმანეთს, არა? თუმცა ჩვენ ვინ გვეკითხება.

გაგვიზიარეთ, რომელია თქვენი ფავორიტი წყვილი საფეხბურთო სამყაროდან!