მთავარი რჩევები ქიშმიში და წყალი თქვენს ღვიძლს 2 დღეში გაასუფთავებს და აღადგენს მის მუშაობას

ქიშმიში და წყალი თქვენს ღვიძლს 2 დღეში გაასუფთავებს და აღადგენს მის მუშაობას

by guramus

ყურძნის ჩირი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. მისი ფართო გამოყენება ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იწყება.

ქიშმიში მდიდარია რკინით, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტია. რკინას აკისრია სისხლის საშუალებით უჯრედებამდე ჟანგბადის მიტანა.

ქიშმიში ძალიან სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის, დაბალი ჰემოგლობინის, ანემიის დროს.

ვიტამინებიდან ქიშმიშში უხვადაა B1, B5, B6, B12, P, PP, ჩ, მინერალებიდან – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა.

ყურძნის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, შაქრებს (79, 5-87, 5%), აზოტოვან ნივთიერებებს (2, 1-2, 9%), ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს.

ქიშმიში კალიუმის, მაგნიუმის და ნიკოტინის მჟავის კონცენტრირებული წყარო. ამიტომ იგი საუკეთესო ანტიდეპრესანტია. ქიშმიში უძილობას და სტრესს ებრძვის.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებისა, ქიშმიშს თუ წყალს დაუმატებთ, მიიღებთ ღვიძლის გამწმენდ საუკეთესო საშუალებას.

ქვაბში ჩაასხით 3 ჭიქა წყალი და 1 ჩ/ჭ ქიშმიში დაუმატეთ, დადგით ცეცხლზე სულ 2 წუთით, შემდეგ გადმოდგით და 24 საათის განმავლობაში გააჩერეთ.

მომდევნო დილას დალიეთ 1 ჭიქა, უზმოზე. თქვენ შეგიძლიათ ეს ნაზავი შეათბოთ და ისე დალიოთ. 2 დღის შემდეგ თქვენ უკვე იგრძნობთ შედეგს. იმისთვის, რომ ღვიძლი საფუძვლიანად გაიწმინდოს, ეს კურსი 1 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ.

პროფილაქტიკური მიზნით, ყოველ დილით უზმოზე მიიღეთ 40 ცალი ქიშმიში 1 თვის განმავლობაში. მიღების შემდეგ არ დაგავიწყდეთ პირში წყალი გამოივლოთ, რადგან ქიშმიში ძალიან შაქრიანია.

შედეგად, აღარ შეგაწუხებთ დაბალი ჰემოგლობინი, მაღალი არტერიული წნევა და თქვენი ღვიძლი მუდმივად ფორმაში იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: