მთავარი გასართობი 5 მელოდრამა, რომელიც ნიანგის ცრემლებით გატირებთ მთელი ღამე

5 მელოდრამა, რომელიც ნიანგის ცრემლებით გატირებთ მთელი ღამე

by guramus

გარკვეული  სტატისტიკური დაკვირვების შემდეგ , ნათელი და ცხადი გახდა, რომ ქართველების საყვარელი ჟანრი მელოდრამაა. ეს პირადად ჩემთვის  გასაკვირი არც არის, თუმცა სხვაგვარ სტატისტიკასაც ვისურვებდი. რატომ არის ასეთი მიმზიდველი ეს ჟანრი ? – პასუხი მარტივია : მასში ადამიანის სულიერი თვისებებია ნაჩვენები და აგებულია სხვადასხვა სახის ურთიერთობებზე.  ეს ჟანრი გამორჩეულია დრამატულობითა და დაძაბულობით, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის(კეთილისა თუ ბოროტის) ცრემლებამდე მიყვანაც კი შეუძლია.

 

1 .ღამის ცხოველები / Nocturnal Animals (2016)

 

წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელშიც კარგად არის ნაჩვენები ადამიანური შეცდომები. ასეთი პრობლემები ხშირია და ამ თემაზე მრავალი ფილმიც არსებობს, თუმცა ეს ფილმი განსაკუთრებულად ემოციური და ხარისხიანია. მასში საოცარი მსახიობები მონაწილეობენ , რომელთა სახის გამომეტყველებაც კმარა, რომ სევდამ გძლიოთ და მათი პერსონაჟული ტკივილები გულთან მიგატანინოთ.

“როდესაც ვინმე გიყვრს, მას მარტივად ვერ მოიშორებ.”

 

 

2. უბის წიგნაკი / The Notebook (2004)

 

ესეც გმორჩეული მელოდრამაა, რომელიც თქვენთვის ნაკლებად უცნობია, რადგანაც ბევრ თქვენგანს ნანახიც კი აქვს. ამ ფილმში საოცარი ემოციებია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია საცრემლე ჯირკვალთან. შედარებით მარტივად არის გადმოცემული სიუჟეტი ,რომელიც ნებისმიერ ადამიანს ატირებასთან ერთად , დააფიქრების ცხოვრებისეულ ფასეულობებზე.

“ყოველი დიდებული სიყვარულის უკან, დიდებული ისტორიაა.”

 

 

3. საბრინა / Sabrina (1954)

 

ეს შედარებით ძველი ფილმია, რომელშიც გენიალური ოდრი ჰეპბერნი მონაწილეობს, ფილმი გაჯერებულია სპეციფიური იუმორით , თუმცა იუმორთან ერთად არის სევდა , რომელიც ნებისმიერ თქვენგანს დააფიქრებს რეალურ ცხოვრებაზე და არ გამოვრიცხავ , რომ აატიროს კიდეც. სხვადასხვა ფენებს შორის არსებულ სიყვარულზეა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ძალიან მტკივნეული თემაა.

“სიყვარულში ყველა თანასწორია”

 

 

4 . ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება / Eternal Sunshine of the Spotless Mind (2004)

 

ეს ფილმი სრული ქაოსია. გამოირჩევა საოცარი შესრულებით და ნატიფი გარემოთი… უგემრიელესი საუნდრეკებით, რომელთა გაგონებაზე , მელანქოლია მოგაწვებათ და სევდაში ჩაგძირავთ – აგატირებთ. მორიგი მელოდრამა, მორიგ სიყვარულზე… სიყვარულზე, რომელსაც თავიდან ვერ იგდებ ანუ ნამდვილ და წაუშლელ სიყვარულზე.

“გინდა მეხსიერებიდან წამშალო ?”

 

 

5. ის / Her (2013)

ეს კი უტკბესი ფილმია, რომელშიც საოცრად არის აღწერილი ციფრული სიყვარული, რომელსაც ყველგან ვხვდებით.  არის შემთხვევები , როცა მოლოდინი დიდი გაქვს და ბოლოს  ყველაფერი ერთიანად ქრება, რაც დიდ ტკივლს იწვევს ადამიანში. ფილმში კადრებიც საუბრეობენ და ფერთა გამაც ესთეტიკურ გარემოს ქმნის, რომელსაც შეუძლია დაგატყვევოს და სრულიად ჩაგძიროს ფილმში.

“მე შენი ვარ და არც ვარ შენი”

 

 

D.T.