მთავარი კულინარია ვარენიკების მომზადების ეს გზა მოსახერხებელია იმ დიასახლისებისთვის, რომელთაც დრო ძალიან ცოტა აქვთ

ვარენიკების მომზადების ეს გზა მოსახერხებელია იმ დიასახლისებისთვის, რომელთაც დრო ძალიან ცოტა აქვთ

გარდა ამისა, შენ შეგიძლია ამ კერძის გაყინვა და საჭირო დროს მოხარშვა.

by Keti

ყველა დიასახლისისთვის ცნობილი აქსიომაა, რომ ნაყიდი მზა საკვები არანაირად არ ამართლებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი მისი მირთმევა.

ერთ-ერთი ასეთი ნახევარფაბრიკატია ვარენიკები. ყველამ იცის, რომ საკუთარი ხელით მომზადებული გაცილებით უფრო გემრიელი გამოდის. თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს მთავარი დაბრკოლება – დრო, რომელიც მის მომზადებას სჭირდება. ამიტომ ჩვენ შემოგთავაზებთ ვარენიკის მომზადების ისეთ ვარიანტს, სადაც გამოცხობის დროს დაზოგავთ.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ კარტოფილი
  • 20 გ კარაქი
  • 300 გ საქონლის ფარში
  • ორი კბილი ნიორი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი თავი ხახვი
  • 5 ს. კ. ფქვილი
  • მწვანილი და ორეგანო გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • ზეთი საჭიროების მიხედვით

მომზადება

  1. კარტოფილი გაფცქვენი, დაჭერი კუბებად და მოხარშე მარილიან წყალში.

  1. ფარშს შეურიე მარილი, პილპილი, საკმაზი გემოვნებით და დაჭრილი მწვანილი.

  1. ხახვი დაჭერი წვრილად და მოშუშე ცოტა ზეთში. დაამატე პრესში გატარებული ნიორიც. შემდეგ შეურიე ფარშს.

  1. მზა კარტოფილი დაჭყლიტე, დაამატე კვერცხი, მარილი, პილპილი, კარაქი და ფქვილი. კარგად აურიე.

  1. სამუშაო ზედაპირს მოაფრქვიე ფქვილი და მასზე გადაიტანე კარტოფილის ცომი. მიეცი ფართო ზოლის ფორმა.
  2. მცირე დაშორებებით ცომზე მოათავსე თითი ჩ. კ. ფარში და გადმოაფარე ცომის მეორე ნაწილი.

  1. დაჭერი მიღებული მასა დანით და შეუკარი ნაპირები. ვარენიკები მოხარშე მარილიან მუღარე წყალში.

ვარენიკების მომზადების ეს გზა მოსახერხებელია იმ დიასახლისებისთვის, რომელთაც დრო ძალიან ცოტა აქვთ. გარდა ამისა, შენ შეგიძლია ამ კერძის გაყინვა და საჭირო დროს მოხარშვა.

გემრიელად მიირთვი და ასწავლე ეს ხერხი შენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: