მთავარი საკითხავი რა შემთხვევაში არ უნდა იყიდოთ ბანანი?

რა შემთხვევაში არ უნდა იყიდოთ ბანანი?

by guramus

 

ბანანი ვიტამინებით სავსე ხიბლია:- კლავს შიმშილის გრძნობას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას და ყველაფერთან ერთად, გემრიელიცაა. თუმცა იმისთვის, რომ ბანანმა სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს და არ გახდეს მომწამვლელი, უნდა ვიცოდეთ, რა შემთხვევაში ვიყოდოთ და როგორ შევარჩიოთ ის.


მწვანე ბანანი

ბევრს ჰგონია, რომ მწვანე ბანანი უფრო სასარგებლოა, ვიდრე  ყვითლად შეფერილი. ეს არასწორია. სინამდვილეში, ყვითელი ბანანი მწვანესგან განსხვავებით, გარდაქმნილ სახამებელს შეიცავს, მწვანე ბანანში  შემავალი გაუხსენელი სახამებელი კი მუცლის ტკივილს, შებერვას და ხშირად ადამიანის მოწამვლას იწვევს. არსებობს გამოსავალი: მწვანე ბანანს 2-3 დღე უნდა აცადოთ, იქამდე, სანამ არ დამწიფდება, შემდეგ კი დამწიფებული მიირთვათ.

ყვითელი ბანანი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ გემოს გარდა, ხილის დაადებით თვისებებსაც მიაქციოთ ყურადღება, ყველა შემთხვევაში ყვითელი ბანანი უნდა იყიდოთ.  ბანანს არ უნდა ჰქონდეს შავი ზოლები, ეს ნიშნავს, რომ ხილი გადამწიფების ეტაპზეა და ყველა კვებითი ღირებულება დაკარგული აქვს. ასეთი ბანანი დიდხანს ვერ ძლებს და ამიტომაა, რომ ბაზრებში თუ სუპერმარკეტებში დაბალ ფასად ანდა აქციის სახით იყიდება.

დახეთქილი ბანანი

ალბათ გინახავთ დახეთქილი ბანანი. ასეთი ხილი მხოლოდ ნამცხვრებში, ფაფებში ანდა სხვა, ნებისმიერი გადამუშავებული ვერსიით უნდა მიირთვათ.

ობიანი ბანანი

ასევე არ უნდა იყიდოთ ობიანი ბანანი. არც იმ შემთხვევაში, თუ ბანანის დიდი ნაწილი კარგია და მცირედია ობიანი. გაფუჭებული ნაწილი მთელს ხილს უკარგავს კვებით ღირებულებას.