მთავარი კულინარია ექსპერიმენტმა გაამართლა. მას შემდეგ, რაც შემწვარი კარტოფილი მომწყიდნა, მას კვერცხი დავუმატე. აი, რეცეპტი

ექსპერიმენტმა გაამართლა. მას შემდეგ, რაც შემწვარი კარტოფილი მომწყიდნა, მას კვერცხი დავუმატე. აი, რეცეპტი

by Keti

ზოგჯერ ისეთი საყვარელი პროდუქტიც კი, როგორიც კარტოფილია, მოსაწყენი ხდება. რა თქმა უნდა, ყველა დიასახლისს აინტერესებს, როგორ უნდა მოამზადოს ნაცნობი კარტოფილი ახლებურად, ოჯახის კვების რაციონის გასახალისებლად. პასუხი ძალიან მარტივია – საჭიროა ექსპერიმენტი.

ასე რომ, კარტოფილის ეს უჩვეულო რეცეპტი სიურპრიზი იქნება. მომზადება  მარტივია, თუმცა თავად იდეა ძალიან ორიგინალური!

ინგრედიენტები

  • ერთი კარტოფილი
  • ერთი კვერცხი
  • 10 გ ნაღები
  • ერთი ბულგარული წიწაკა
  • მწვანილი გემოვნებით
  • მაგარი ყველი გემოვნებით
  • ბეკონი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. აიღეთ უკვე გამომცხვარი კარტოფილი და კოვზით ამოიღეთ მისგან შიგთავსი.
  2. შიგნიდან წაუსვით გამდნარი კარაქი სილიკონის სამზარეულოს ფუნჯის გამოყენებით. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  3. ძირზე მოაყარეთ გახეხილი ყველის ფენა, შემდეგ გაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული, მწვანილი და ბეკონი.
  4. შეავსეთ კარტოფილი ნახევრად, შემდეგ დაამატეთ უმი კვერცხი.
  5. კვლავ მოაყარეთ მარილი და ზემოდან მოაყარეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი.
  6. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ კარტოფილი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. მზადაა!

მიირთვით ცხელი გამომცხვარი კარტოფილი კვერცხთან ერთად. კერძი შეიძლება მორთოთ მწვანილებით ან მოასხათ ნებისმიერი ხელნაკეთი სოუსით. გაუზიარეთ ეს შესანიშნავი იდეა თქვენს მეგობრებს. ის აუცილებლად გამოგადგებათ, მით უმეტეს მაშინ, როცა სახლში ,,ზედმეტი” გამომცხვარი კარტოფილი დაგრჩებათ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: