მთავარი კულინარია დაივიწყეთ სტანდარტული რეცეპტი. კომშის მურაბა “ირისი” ყოველ შემოდგომაზე უნდა მოამზადოთ.

დაივიწყეთ სტანდარტული რეცეპტი. კომშის მურაბა “ირისი” ყოველ შემოდგომაზე უნდა მოამზადოთ.

by Keti

გვიან შემოდგომას განსაკუთრებით გემრიელი ხილი ამშვენებს კომშის სახით. ის საკმაოდ არომატული ნუგბარია და მისგან სხვადასხვა გემრიელი დესერტი მზადდება. ერთ-ერთი ასეთია კომშის მურაბა. თუმცა კლასიკური რეცეპტის გარდა, მისი მოხარშვა შეიძლება განსხვავებული წესითაც და შედეგად ვიღებთ კომშის ირისს – კანფეტისმაგვარ მასას.

ის ძალიან უხდება კარაქიან პურს, ასევე ბლინებს, ნამცხვრებს და ცალკეც შესანიშნავი ნუგბარია.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ კომში
  • ნახევარი კგ შაქარი
  • ერთი ცალი ლიმონი
  • ფორთოხლის ცედრა გემოვნებით

მომზადება

  1. კომში გარეცხე, გაათავისუფლე კურკებისგან და დაჭერი ჩვეულებრივად.

  1. დაჭრილი კომში ჩაყარე ქვაბში, დაამატე შაქარი, გამოწურული ლიმონის წვენი, ფორთოხლის ცედრა გემოვნებით და ყველაფერი კარგად აურიე. დატოვე ასე ათი წუთი.

  1. შემდეგ ქვაბს დააფარე ხუფი და დადგი დაბალ ცეცხლზე. ხარშე ასე ერთი საათი.

  1. ამასობაში მოამზადე ქილები, გაასტერილე ისინი და ცხელი კომშის მურაბა გადაიტანე მათში. მოხუფე.

უგემრიელესი კომშის კანფეტი მზად არის! ის ყველას მოეწონება, განსაკუთრებით ბავშვებს და ამიტომ გირჩევთ ერთბაშად მეტი პორცია მოამზადოთ!

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: