მთავარი კულინარია ამ რეცეპტით ოლადები ორჯერ უფრო მაღალი და უფრო გემრიელი გამოდის

ამ რეცეპტით ოლადები ორჯერ უფრო მაღალი და უფრო გემრიელი გამოდის

by Keti

ოლადები უნდა იყოს ფუმფულა – ამაში ყველა თანხმდება. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ასეთ შედეგს? ყველა თავისებურად ცდილობს  და მეტ-ნაკლებად გამოსდით კიდეც. თუმცა არის ერთი საიდუმლო და ეს დამომოკიდებულია არა რძეზე ან სოდაზე, არამედ კვერცხის ცილაზე. მომზადება უნდა დაიწყოთ უკვე კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილით. და ამასაც თავისი მეთოდი აქვს.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი კვერცხი
  • ათი გ ვანილის შაქარი
  • ასი მლ რძე
  • 3 ს. კ. ზეთი
  • ორი ს. კ. შაქარი
  • 120 გ ფქვილი
  • ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 3 ს. კ. წყალი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. კვერცხის ცილა და გული სუფთად გააცალკევე. ათქვიფე ცილა ერთ მწიკვ მარილთან ერთად კარგად. შემდეგ დაამატე შაქარი და გააგრძელე თქვეფა მდგრადი ქაფის წარმოქმნამდე.

  1. კვერცხის გული ცალკე ათქვიფე რძესთან და ერთ ს. კ. ზეთთან ერთად.

  1. რძის მასაში თანდათანობით დაამატე გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. შემდეგ ფრთხილად და ცოტ-ცოტა შეურიე ცილის მასა.

  1. გაცხელებულ ტაფაზე დაასხი ზეთი და მასზე მოათავსე თითო ს. კ. ცომი. როცა ზემოდან ოდნავ შეიკვრება, დაამატე მეორე ფენა ცომი.

  1. ტაფაში ჩაასხი წყალი. დააფარე ხუფი და მოამზადე დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთი. შემდეგ მოხადე ხუფი, გადააბრუნე და გააგრძელე შეწვა.

შეგიძლია რძე შეცვალო კეფირით. ათქვეფილი ცილით ოლადების მომზადების ამ მეთოდს იაპონურს უწოდებენ.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი მეგობრებს!

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: