მთავარი საკითხავი როგორ გვაბამენ მახეში სუპერმარკეტები?

როგორ გვაბამენ მახეში სუპერმარკეტები?

by guramus

ნებისმიერ ჩვენგანი, რომელიც სუპერმარკეტში რაიმე პროდუქტის შესაძენად შესულა, სხვა, იმ მომენტში არასაჭირო პროდუქციით სავსე დაბრუნებულა სახლში.

ამ ფაქტს მთელი რიგი მიზეზები აქვს. ყველაზე მთავარი, რითაც სუპერმარკეტები ჩვენს მახეში გაბმას ახერხებენ, პროდუქციის ზედმეტი აკურატულობით დალაგებაა.  მომხმარებელი ყურადღებას ყველა დეტალს აქცევს: – ჰიგიენით დაწყებული, ვიზუალით დამთავრებული. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს რაიმე არ მოეწონება, ეს ნიშნავს, რომ უკმაყოფილო კლიენტი დაახლოებით 5 ადამიანს მოუყვება ნანახზე, მსმენელი კიდევ რამდენიმეს გაუზიარებს მოსმენილს და ასე შემდეგ.  სუპერმარკეტი თუ ნებისმიერი დიდი სავაჭრო ქსელი, რეპუტაციასთან ერთად, გარკვეული რაოდნობით მომხმარებელს ავტომატურად დაკარგავს.

პროდუქციის განლაგების ყველაზე მთავარი ამოცანაა რთული ნამდვილად არ არის: ძვირი პროდუქტი გამოსაჩენ ადგილასაა, ხოლო შედარებით იაფასიანი, შესაბამის ადგილას გვხვდება. ასეთ დროს ძვირი პროდუქცია ბევრად თვალშისაცემია და მეტია შანსი, რომ არც კი დაუწყო ძებნა სხვა პროდუქციას და იყიდო ის, რაც პირველად მოგხვდა თვალში.

ჩვენთვის მოსახერხებელი დიდი ზომის საზიდავები, რეალურად, ჩვენი შრომის შემსუბუქებაზე ნაკლებადაა გათვლილი. კლიენტთა ფსიქოლოგია გახდა დაკვირვების საკითხი. უამრავი სტატია, წიგნი თუ პრეზენტაციაა მყიდველის ფსიქოლოგიაზე, სადაც საუბარი ამ პატარა ფაქტზეცაა. როგორც აღმოჩნდა, დიდი სავაჭრო ქსელში თუ სუპერმარკეტში შესული ადამიანი მზადაა ურიკა სანოვაგით დატვირთოს, რადგან როცა საზიდავში ცარიელ ადგილს ხედავს, ქვეცნობიერს მისი შევსების სურვილი უჩნდება.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მუსიკა ჩამონათვალის ერთ-ერთი კომპონენტია. თითოეული ჩვენგანი სალაროსთან უსაშველოდ გრძელ რიგში ერთხელ მაინც მდგარა. კლიენტი მუსიკის დახმარებით ადვილად მშვიდდება, ცდილობს მობილიზაციას და ნაკლებად განიცდის სტრესს.

ფასდაკლებები, რომლებიც გვხვდება, ხშირად სულაც არ არის რეალური ფასდაკლება. მაღაზიის მიზანია ითამაშოს მომხმარებლის პირველ შთაბეჭდილებაზე. ამიტომ ხშირია, რომ ფასდაკლებულ ფასზე პროდუქციის რეალური ციფრები წერია, ხოლო ხელოვნურადაა შექმნილი შთაბეჭდილება, რომ ფასდაკლებაა და თქვენ ერთს ორის ფასად შეიძენთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: