მთავარი კულინარია ქართველი დიასახლისი გვიყვება, როგორ მოვამზადოთ ნამდვილი მაწონი სახლის პირობებში
მაწონი

ქართველი დიასახლისი გვიყვება, როგორ მოვამზადოთ ნამდვილი მაწონი სახლის პირობებში

by Keti

ყველამ ვიცით სოფლის მაწვნის ფასი, მისი დაუჯერებელი გემო ბევრისთვის შეუცვლელია. თუმცა ჩვენ დღეს ავხსნით, თუ რა განსხვავებაა არაჟანს, კეფირსა და მაწონს შორის. მაწონი შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენი გემოვნებით: ვიღაცას უფრო თხელი მოსწონს, ზოგს კი სქელი ურჩევნია. მთავარი მისი კვებითი ღირებულებებია

ამ პროდუქტის სასწაულებრივ თვისებებზე ბევრი იწერება: მას გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, შველის დაღლილობას და შეიცავს ბევრ ცილას. ზოგიერთი ადამიანი მაწონს წონის დასაკლებადაც იყენებს: სქელ მდგომარეობაში ის კარგად ჯერდება და ნოყიერია, თანაც მის შემადგენლობაში კალორიების დიდი რაოდენობა არ არის. მომზადება კი ძალიან მარტივია. სწორედ ახლა აგიხსნით ამას.

სახლში მომზადებული მაწონი

ინგრედიენტები

  • 1 ლ ცხიმიანი სოფლის რძე
  • 1 ს. კ. იოგურტი ან არაჟანი

მომზადება

1. პირველ რიგში ავიღოთ რძე. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ მხოლოდ ნატურალური და ცხიმიანი. ყველამ ვიცით, რომ ზოგიერთი მწარმოებელი პროდუქტის ღირებულების შემცირების მიზნით იყენებს გაზავებულ რძეს და დებს მაღაზიის თაროებზე. ეს ახლა საერთოდ არ დაგჭირდება. მოიმარაგეთ მხოლოდ ნატურალური პროდუქტი.

2. ჩაასხით რძე ქვაბში და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე. სანამ ადუღდება, რძე იყოს თავდახურულში. შემდეგ მოხადეთ სახურავი და ადუღეთ რძე კიდევ 5 წუთის განმავლობაში. თუ გსურთ სქელი მაწონი მიიღოთ, ადუღების დრო შეიძლება გაიზარდოს 10 წუთამდე.

3. რძე გავაციოთ 40 გრადუსამდე და ჩავასხათ ქილაში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ტემპერატურა უფრო მაღალი. წინააღმდეგ შემთხვევაში შრატი აუცილებლად გამოეყოფა მომზადებულ მასას და პროდუქტი გაფუჭდება. ახლა უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. რძეს დაუმატეთ სუფრის კოვზი ცხიმიანი იოგურტი.

4. ახლა ქილას ვახურავთ თავსახურს და ფრთხილად, შენჯღრევის გარეშე, ვაფარებთ მას თბილ საბანს ან პლედს. საბოლოო შედეგის მიღებამდე ცოტა რამ რჩება: ახლა საჭიროა მაწონი რაც შეიძლება ნელა გაცივდეს. ველოდებით 5 საათს და ვხსნით ქილას. ამ დროს სასმელი ჯერ კიდევ არ იქნება მზად. შედგით ის მაცივარში 12 საათის მანძილზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებთ უგემრიელეს, სქელ იოგურტს ძალიან სასიამოვნო გემოთი და ტექსტურით.

ახლა თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ეს მშვენიერი რძის პროდუქტი პირდაპირ ქილებიდან. და თუ გინდათ, რამდენიმე სუფრის კოვზი მაწონი  გახსენით ჭიქაში, დაუმატეთ ცივი წყალი, სულ ცოტა მარილი და მიიღებთ ხელნაკეთ, ნატურალურ კეფირს.

გსურთ მიიღოთ კიდევ უფრო საინტერესო გემო? მაწონს დაუმატეთ ადუღებული მინერალური წყალი და ერთი ჩაის კოვზი დაჭრილი კამა. აირანიც მზადაა!

ეს მაწონი შეგიძლიათ ცალკეც მიირთვათ და მოასხათ სალათებსაც. ის დესერტებსაც მოუხდება. შეინახეთ რეცეპტი და სცადეთ სახლის მაწვნის მომზადება საახალწლოდ. გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!