მთავარი ასტროლოგია სად დავდგათ ნაძვის ხე წელს, რათა ვეფხვმა წარმატებებით დაგვაჯილდოვოს

სად დავდგათ ნაძვის ხე წელს, რათა ვეფხვმა წარმატებებით დაგვაჯილდოვოს

by Keti

„სად დავაყენოთ ნაძვის ხე, რომ 2022 წლის მფლობელი მომთხოვნი ვეფხვი კმაყოფილი დარჩეს და წარმატებებით დაგვაჯილდოვოს?” ვკითხე ფენგ შუის ექსპერტს. ახლახან გავიგე, რომ ხის კარგი ენერგიების მქონე ადგილას დაყენებით, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ხელსაყრელი მოვლენების დაწყებას.

ახალი წლის ღამეს სასწაულები რომ მოხდეს, კარგად უნდა მოვემზადოთ. ამისათვის თქვენ კარგად უნდა დაუკავშირდეთ იმ სივრცეს, რომელშიც ცხოვრობთ.

„ნაძვის ხე სახლის სადღესასწაულო განწყობის ცენტრალური წერტილია. როგორც წესი, მას ნათურებიც აქვს, რომლებიც მხიარულად ციმციმებენ მასზე. და ეს არის დადებითი ენერგიების საკმარისად ძლიერი აქტივატორი! ” – ამბობენ ფენ შუის გამოცდილი ოსტატები.

ნაძვის ხის დასადებად საუკეთესო მხარეებია: დასავლეთი, სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი.

ხის ოთახის დასავლეთი ნაწილში დადებით, შეგიძლიათ შექმნათ ჭეშმარიტად ოჯახური და თბილი სადღესასწაულო ატმოსფერო.

ნაძვის ხის დასავლეთის მხარეს დაყენების შემდეგ, შეგიძლიათ დაეყრდნოთ კარიერულ წინსვლას, გრძელვადიანი პროექტების დასრულებას, თვითდისციპლინის შენარჩუნებას და სტაბილური ურთიერთობების დამყარებას.

უმჯობესია ნაძვის ხე, ოთახის დასავლეთ ნაწილში, მორთოთ ოქროსფერი, კრემისფერი ან თეთრი ტონებით. და არ დაივიწყოთ ნათურები! რაც უფრო კაშკაშაა ისინი, მით მეტ წარმატებას მოუტანს ეს ადამიანს.

არსებობს ასეთი საახალწლო ტრადიცია: ყოველწლიურად მოათავსოთ ახალი სათამაშოები ხეზე, როგორც ახალი შესაძლებლობების სიმბოლო.

სამხრეთით დამდგარი ნაძვის ხე მოიტანს ფულადი ნაკადების ზრდას, ასევე დაგეხმარებათ თქვენი მიზნებისა და ოცნებების რეალიზებაში. უმჯობესია ასეთი ნაძვის ხე წითელი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი ფერების ბურთებითა და სათამაშოებით მორთოთ. ნაძვის ხის მახლობლად ხელსაყრელია შუშხუნების დაწვა და ხმამაღლა სიცილი.

ხის სამხრეთ-დასავლეთში განთავსება დაგეხმარებათ თქვენი იდეებისა და პროექტების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. და ასევე მატერიალური შემოსავლის გაზრდაში! ამას იდეალურად მოერგება მწვანე და წითელი სათამაშოებით მორთული ნაძვის ხე.

ნაძვის ხის მორთვისთვის ყველაზე პოზიტიური რიცხვებია: 15, 18, 26, 27, 29 და 31 დეკემბერი.

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: