მთავარი რჩევები როგორ მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?

როგორ მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?

by Keti

ჩვენ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, თუ რა ფერები უყვარს 2022 წლის სიმბოლოს – ლურჯ წყლის ვეფხვს და გავარკვიეთ რა ფერებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა საახალწლო მზადებისას. დღეს მოგიყვებით, რა არის გასათვალისწინებელი სახლის მორთვისას.

სახლის დეკორის შერჩევისას კვლავ მინიმალიზმის პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამ დროს გამოგადგებათ ლურჯი, ცისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, თეთრი, ოქროსფერი ფერები. უმჯობესია ნაძვის ხეზეც იგივე ფერის მქონე დეკორაციები დაკიდოთ, ასევე სასურველია ის გეომეტრიული ფორმები და ტონები, რომლებიც ვეფხვს მოეწონება, მაგალითად წრე და კვადრატი.

რაც უფრო მინიმალისტური იქნება ნაძვის ხე, მით უკეთესი. შეგიძლიათ დაამატოთ წვიმები და ერთფეროვანი გირლიანდები ყვითელი ნათებით. ოთახისთვის შესაფერისი იქნება საახალწლო გვირგვინები, ნაძვის ხის დეკორაციების კომპოზიციები, ვეფხვის სიმბოლოები, ლამაზი ფოტოები და ნახატები და ა.შ.

საახალწლო სუფრა გააფორმეთ სურნელოვანი სანთლებით, წიწვოვანი ტოტებით, გირჩებით, ლენტებით. აქ მთავარი წესი ისაა, რომ ყველა სამკაული უნდა იყოს თვალის დონის ქვემოთ, რათა ხელი არ შეგიშალოთ იმ ადამიანებთან კომუნიკაციაში, ვინც თქვენ მოპირდაპირედ იჯდება.

ჩვენ მალე მოგიყვებით, რა უნდა მოამზადოთ საახალწლო სუფრისთვის და რისი მომზადებისგან ღირს თავის შეკავება. გააზიარეთ ეს სტატია და დაელოდეთ შემდეგს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: