მთავარი რჩევები ახალ წელთან დაკავშირებული ,,ცრურწმენები”, რომლებიც სინამდვილეში გასათვალისწინებელია

ახალ წელთან დაკავშირებული ,,ცრურწმენები”, რომლებიც სინამდვილეში გასათვალისწინებელია

by Keti

ითვლება, რომ ახალ წლამდე, თქვენ უნდა გადაიხადოთ ყველა დავალიანება, სთხოვოთ პატიება მათ, ვისზეც განაწყენდით, დაასრულოთ ყველა დაუმთავრებელი საქმე, გადაყაროთ ყველაფერი ზედმეტი და არასაჭირო, რათა ბევრი რამ დაიწყოთ ნულიდან. ბევრი ნიშანია დაკავშირებული ფულთან, სიყვარულთან, კეთილდღეობასთან, ჯანმრთელობასთან, იღბალთან. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • რაც მეტი კერძი იქნება სადღესასწაულო სუფრაზე, მით მეტი ფული შემოგივათ ახალ წელს;
  • უმჯობესია არ დაიძინოთ 1 იანვრის ღამეს – წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოტოვოთ წლის ყველა საინტერესო მოვლენა;
  • მომავალ წელს თქვენს სიყვარულს რომ შეხვდეთ, ნაძვის ხეზე უნდა ჩამოკიდოთ გულის ფორმის დეკორაცია;
  • თუ სახლის ზღურბლს 1 იანვრის დილას სტუმარმა კაცმა გადააბიჯა, მომავალი წელი ბედნიერი იქნება მეპატრონეებისთვის;
  • თუ ახალი წლის ღამეს ბევრი თოვლი მოვიდა, წვიმიან ზაფხულს უნდა ელოდოთ;
  • სახლის დასუფთავება უნდა მოხდეს 31 დეკემბრამდე, არ შეიძლება დღესასწაულის აღნიშვნა დაულაგებელ ოთახებში;
  • ახალი წლის ღამეს არ შეიძლება ტანსაცმლის შეკერვა და ღილების დაკერება;
  • არ მოამზადოთ სადღესასწაულო კერძები ცუდ ხასიათზე ყოფნისას;
  • ახალ წლამდე არ უნდა იყოთ მოწყენილი და ვინმეზე განაწყენებული, ასევე სინანული არ უნდა გაწუხებდეთ გასული 12 თვის გამო.

როგორ ფიქრობთ, რომელია ყველაზე რეალური?