მთავარი საკითხავი “სანტას ქმარი” – გეი საინტებზე საშობაო წიგნი შეიქმნება

“სანტას ქმარი” – გეი საინტებზე საშობაო წიგნი შეიქმნება

by guramus

“სანტას ქმარი” – ასეთი სათაური ექნება საშობაო წიგნს, რომელიც 2017 წლის 10 ოქტომბერს გაყიდვაში ჩაეშვება.

“Time”-ს ინფორმაციით, წიგნი ყველა ასაკის მკითხველზე იქნება გათვლილი და მასში ისეთი არაფერი იქნება აღწერილი, რაც ვინმემ არ იცის. საშობაო ისტორიების ერთობლიობა სხვა ამბებისგან მხოლოდ იმით იქნება განსხვავებული, რომ მისი მთავარი პერსონაჟები გეი საინტები იქნებიან: – ჩრდიელოეთ პოლუსზე მოსახლე შავკანიანი სანტა და მისი თეთრკანიანი ქმარი. მოსაყოლი ამბავი კი ტრადიციული, ახალი წლის წინასამზადისო ისტორია იქნება.

წიგნის ერთ-ერთმა თანაავტორმა, დენიელ კიბლსმიტმა საკუთარი “თვითერის” ექაუნთზე გამოაქვეყნა ილუსტრაცია, რომელიც წიგნის გარეკანს დაფარავს.