მთავარი რჩევები როგორ მოვახდინოთ თმის ზრდის სტიმულირება? ნახეთ ყველაზე აპრობირებული მეთოდები

როგორ მოვახდინოთ თმის ზრდის სტიმულირება? ნახეთ ყველაზე აპრობირებული მეთოდები

"ამ რეცეპტის გამოყენების შემდეგ ჩემი თმა ელვის სისწრაფით იზრდება. დაქალები რაპუნცელს მეძახიან."

by Keti

თმის ცვენა სამწუხაროდ გავრცელებული პრობლემაა. თმის ზრდაზე კი გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რათა შედეგი მივიღოთ. ზოგჯერ ეს არის სტრესი, ცუდი ჩვევები ან დაუბალანსებელი კვება. წონის წარუმატებელი კლება, დიეტაში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა ასევე ამძიმებს სიტუაციას. ჯანმრთელ ადამიანს დღეში 50-100 ღერი თმა სცვივა. ამ საკითხზე ქალების პირველ რიგში აფრთხილებენ, რადგან ხშირად მათ აქვთ სქელი და გრძელი თმა. დღეს ჩვენ გეტყვით, როგორ ხდება თმის ზრდის სტიმულირება სახლის პირობებში.

თმის ზრდის სტიმულაცია
სანამ საკითხის ესთეტიკურ ნაწილს შევეხებით, მნიშვნელოვანია გავიგოთ თმის ცვენის მიზეზი. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დერმატოლოგს ან ტრიქოლოგს, რომელიც გირჩევთ, რომ გაიაროთ გარკვეული ტესტები და გეტყვით, როგორ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას. ბოლოს და ბოლოს, კვლავ არსებობს სწორი კვება და თმის მოფრთხილება. თმის არასათანადო მოვლის საშუალებების ან დაბანის არასწორი რუტინის გამო, შეიძლება ცვენა განვითარდეს. თმა ასევე უფრო მეტად ცვივა ცივ სეზონზე, როდესაც კვების რაციონი შემცირებულია ვიტამინებითა და მინერალებით და აუცილებელია დეფიციტის შევსება საკვები დანამატების დახმარებით.

ხშირად, როცა ვჩქარობთ, თავს ვიშრობთ ფენით და ის იწვევს თმის გამოშრობას, შედეგად კი იწყება თმის ცვენა. ხშირი გაუფერულება, შეღებვა, არასწორი ვარცხნა, გამასწორებელი ან დამახვევევლი უთოებისა გამოყენება თმას მტვრევადს ხდის. დაზიანებულ ფოლიკულებს კი განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

თმა ასევე ცვენადი ხდება სტრესისგან. როდესაც ადამიანი მუდმივ დაძაბულობაშია, სისხლი ცუდად ცირკულირებს, იწყება თავის ტკივილი და თმის ცვენა. სიტუაციის გამოსწორების მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ თმის ზრდის სტიმულირების მარტივ, მაგრამ ეფექტურ გზებს.

თმის ზეთი
თმის გამახურებელი ზეთი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კვებავს სკალპს და ბზინვარეს ხდის კულულებს. თმის ზეთის შეძენა შესაძლებელია აფთიაქში. ბურდოკის ზეთი აძლიერებს თმას და აქრობს გაღიზიანებას. აბუსალათინი ხელს უწყობს თმის ზრდას და ხელს უშლის მსხვრევადობას. ქოქოსის ზეთი შესაფერისია მშრალი თმის შესანარჩუნებლად, თმის ბოლოების დასატენიანებლად და ზედმეტი გამოშრობის შესაჩერებლად.  თმის ზრდის აღდგენისა და დაჩქარებისთვის ასევე კარგია: სელის თესლი, ზღვის წიწაკის ზეთი, შიის კარაქი, კაკაოს კარაქი და სეზამის ზეთი.

ზეთის ნიღაბი გამოიყენება მშრალ თმაზე, შამპუნით დაბანამდე ერთი საათით ადრე. წაისვით ზეთი ძირებიდან თმის ბოლოებამდე, შეიზილეთ სკალპზე სავარცხლით ან თითებით. დაიფარეთ შხაპის ქუდი ან პოლიეთილენის ცელოფანი. დაიტოვეთ ზეთის ნიღაბი 30-60 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თმა შამპუნით. აბუსალათინისა და ბურდოკის ზეთს აქვს მკვრივი სტრუქტურა, ამიტომ ისინი შეიძლება პირველად კარგად ვერ ჩამოიბანოთ. გაიკეთეთ ზეთის ნიღბები კვირაში ერთხელ და შედეგს რამდენიმე თვეში დაინახავთ. პირველივე წასმის შემდეგ კი იგრძნობთ, როგორი ბზინვარე და მოვლილი გახდა თქვენი თმა.

თმის ზრდის ნიღბები
მდოგვის ფხვნილის ნიღაბი შაქართან ერთად ასტიმულირებს თმის ზრდას და აშორებს ზედმეტ ცხიმს. ცხიმიანი თმისთვის შეგიძლიათ აურიოთ 2 ს. კ. მდოგვის ფხვნილი 2 ჩ. კ. შაქართან. ნარევი თბილი წყლით განაზავეთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე. ნორმალური და მშრალი თმისთვის, ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ არაჟანი ან კეფირი. ნიღაბი უნდა წაისვათ თმის ძირებზე და ჩაიცვათ შხაპის ქუდი. ნიღაბი შეგიძლიათ გაიჩეროთ 20-დან 60 წუთამდე. შემდეგ დაიბანეთ თმა შამპუნით. მდოგვი აძლევს თმას მოცულობას და აუმჯობესებს ფოლიკულების კვებას.

ჯანჯაფილი
ჯანჯაფილის ნიღბისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯანჯაფილის წვენი და შეიზილოთ ის თმის ძირებში, ან შეურიოთ ჯანჯაფილი არაჟანს უფრო რბილი ეფექტისთვის. ჯანჯაფილი აჩქარებს თმის ზრდას, ხდის მათ მოცულობითს და აბრეშუმისებურს.

ალოე
ეს მცენარე ამსუბუქებს აქერცვლას და გაღიზიანებას კანზე. ალოეს ნიღბის წასმა შესაძლებელია თმის ძირებიდან ბოლოებამდე. ალოე ანიჭებს თმას ბზინვარებას, მოცულობას და ამაგრებს თმას შიგნიდან. საჭიროა მხოლოდ ალოესთვის კანის მოცილება და მისი დაჭყლეტვა. წაისვით ძირებზე და გადაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიტოვეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ თმა შამპუნით.

სკრაბი სკალპისთვის
თავის სკრაბი არ არის ისეთი პოპულარული პროდუქტი, როგორც სხეულის სკრაბი. არადა კანზე არამხოლოდ ცხიმი გროვდება, არამედ კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენებიც: ნიღბები, სპრეები, თმის ვარცხნილობის საშუალებები. ისინი ახშობენ ფორებს და ხელს უშლიან ახალი თმის ზრდას. ამიტომ კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენოთ სკალპის სკრაბი. არსებობს სკრაბები სუნამოებითა და დამატენიანებელი ზეთებით. თავის სკრაბის მთავარი ამოცანაა კანის ყველა მინარევისა და მკვდარი უჯრედების მოცილება.

თავის მასაჟი
მასაჟი არ არის მხოლოდ სპა მკურნალობა. ის ამშვიდებს დაჭიმულ კუნთებს და ხელს უწყობს მდგომარეობის გაუმჯობესებას. წესად აქციეთ დღეში 5-10 წუთი თავის მასაჟის გაკეთება და თქვენ იგრძნობთ როგორ ცოცხლდება თმა. ზედმეტი არ იქნება სახისა და ყელის ზონის მასაჟიც. მასაჟის გაკეთება შესაძლებელია ხელით ან შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური მასაჟის სავარცხელი ამ მიზნით.

დერმატოლოგები ამბობენ, რომ თმის ცვენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი მისი არასწორი მოვლა ან არასწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებებია. მაგალითად, ბევრი გოგონა სწორად არ იბანს თმას, იყენებს ფენს და იძნებს სველი თმით, ამის გამო კი ფორები იკეტება და თმა იწყებს ცვენას. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, თმა უნდა გაშრეს ბუნებრივად, შამპუნი კი წაისვით ორჯერ. შეგიძლიათ გაიჩეროთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.

სკალპს სჭირდება რეგულარული წმენდა, ისევე როგორც მთელ ჩვენს სხეულს. არ მოუსმინოთ მათ, ვინც ამბობს, რომ კანი ეჩვევა იმ მდგომარეობას, როცა მას 2 კვირა არ იბანთ. ცხიმი ყველა ადამიანში სხვადასხვა რაოდენობით გამოიყოფა. ამიტომ ზოგიერთები თმას კვირაში ერთხელ იბანენ, არიან ისეთებიც, ვისაც თმის დაბანა ყოველდღე სჭირდება. ყველაფერი დამოკიდებულია თმის ტიპზე.

თუ მოგეწონათ ეს რჩევები, გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!