მთავარი საკითხავი “ჰოლანდიის ვენეცია” – სოფელი, სადაც გზები არ არის

“ჰოლანდიის ვენეცია” – სოფელი, სადაც გზები არ არის

by guramus

ჰოლანდიაში პატარა სოფელია – გიტჰორნი, რომელიც ყველა სხვა სოფლისგან განსხვავდება. ადგილობრივები არ გადადგილდებიან  მანქანით და არც ავტობუსით. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სოფელში გადაადგილება მხოლოდ ნავებითა შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ, სოფელს  სოფელს ჰოლანდიის ვენეციას ეძახიან.

ჰოლანდიის პატარა სოფლის ისტორია  1230 წლიდან იწყება, როდესაც სამხრეთიდან გამოხიზნულმა ლტოლვილებმა ეს ადგილი იპოვეს. ისტორიის მიხედვით, ერთადერთი, რაც მათ ახალ აღმოჩენილ ადგილას დახვდათ  დიდი ოდენობით თხის რქა იყო, რომელიც მდინარეს გამოერიყა. სწორედ აქედან წამოვიდა სოფლის სახელწოდება – “GOAT HORNS.”

სახლები ძირითადად განლაგებულია პატარა კუნძულებზე და ერთმანეთთან ხიდებით არის დაკავშირებული.

გიტჰორნი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. ბუნებაში ჩაკარგულ სახლებს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: